ენ რაისი
ენ რაისი (ინგლ. Anne Rice; დ. 1941, 4 ოქტომბერი, ახალი ორლეანი, ლუიზიანა, ამერიკის შეერთებული შტატები – გ. 2021, 11 დეკემბერი, რანჩო-მირაჟი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მწერალი და გოტიკის ჟანრის დედოფლად წოდებული ავტორი. ენ რაისი თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მწერალი ავტორი იყო არაერთი გოტიკური ჟანრის წიგნების სერიისა. მათგან ყველაზე ცნობილი ვამპირის ქრონიკებია, რომელიც ათზე მეტ წიგნს აერთიანებს. სერიის ორი ყველაზე ცნობილი რომანი, „ინტერვიუ ვამპირთან“ და „დაწყევლილების დედოფალი“, ჰოლივუდმა ფილმებადაც გადაიღო.[18]
ენ რაისი | |
---|---|
ინგლ. Anne Rice | |
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1941[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბადების ადგილი | ახალი ორლეანი, ლუიზიანა[12] |
გარდაცვალების თარიღი | 11 დეკემბერი, 2021[13] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რანჩო-მირაჟი, კალიფორნია |
ფსევდონიმი | Anne Rampling და A. N. Roquelaure |
საქმიანობა | მწერალი[14] [15] , რომანისტი[12] და სცენარისტი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ[16] |
ალმა-მატერი | სან-ფრანსისკოს უნივერსიტეტი, ტეხასის ქალთა უნივერსიტეტი[12] , ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი და რიჩარდსონის საშუალო სკოლა |
ჟანრი | საშინელებათა ლიტერატურა, ეროტიკული ლიტერატურა და ფენტეზი |
Magnum opus | Interview with the Vampire |
ჯილდოები | World Horror Convention Grand Master Award და Locus Award for Best Horror Novel[17] |
მეუღლე | სტენ რაისი[12] |
შვილ(ებ)ი | მაიკლ რაისი და კრისტოფერ რაისი |
საიტი | annerice.com |
რაისის ყველაზე ცნობილი წიგნი „ინტერვიუ ვამპირთან“ 1976 წელს გამოვიდა და ბესტსელერად იქცა. 1994 წელს მაყურებელმა ნაწარმოების ეკრანიზაციაც იხილა. ფილმში ტომ კრუზი და ბრედ პიტი თამაშობენ.
გარდა ჟანრული პროზისა, რომელიც ვამპირებზე, მაქციებზე და ჯადოქრებზე შექმნილ წიგნებს მოიცავს, ენ რაისის შემოქმედება აერთიანებდა მრავალფეროვან ნაშრომებს, მათ შორის, ეროტიკული და რელიგიური ჟანრის ტექსტებსაც. ჟანრული განსხვავებების მიუხედავად, მწერლის რომანებში ეგზისტენციალური ფილოსოფიის გავლენა იგრძნობა. მისი პერსონაჟები, მათ შორის ღამეული ურჩხულები, მარადიულ შეკითხვებზე დაეძებენ პასუხს.[18]
სამწერლობო შემოქმედების დაწყება პირველი შვილის, მიშელის, 6 წლის ასაკში ლეიკემიით დაღუპვის გლოვამ განაპირობა.[18] სიცოცხლის განმავლობაში, რაისმა 150 მილიონზე მეტი წიგნი გაყიდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ენ რაისი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Anne Rice საიტზე Internet Speculative Fiction Database
- ენ რაისი — ნამუშევრები საიტზე Open Library
- Anne Rice წიგნების ინტერნეტ სიაში
- Anne Rampling at LC Authorities, with 1 record, and at WorldCat
- A. N. Roquelaure at LC Authorities, with 1 record, and at WorldCat
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ FemBio database
- ↑ BD Gest'
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ GeneaStar
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 897.
- ↑ The International Who's Who of Women 2006 — Routledge, 2005. — ISBN 978-1-85743-325-8
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ https://www.sfadb.com/Locus_Awards_1991
- ↑ 18.0 18.1 18.2 „გოთიკის დედოფლად წოდებული ამერიკელი მწერალი ენ რაისი გარდაიცვალა“. On.ge. 12 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)