ენტონი სტარი
ენტონი სტარი (ინგლ. Antony Starr; დ. 25 ოქტომბერი, 1975) — ახალზელანდიელი მსახიობი. იგი ცნობილია თავისი როლებით პოპულარულ ტელესერიალებში. მან შეასრულა ვან უესტის როლი სერიალში „Outrageous Fortune“ (2005-2010), ლუკას ჰუდის როლი სერიალში „ბანში“ (2013-2016), ყველზე მეტი პოპულარობა კი ჰოუმლენდერის როლის შესრულებით მოიპოვა, სერიალში „ბიჭები“ (ინგლ. The Boys; 2019 - დღემდე).
ენტონი სტარი | |
---|---|
ენტონი სტარი 2024 წლის GalaxyCon-ზე | |
მშობლიური სახელი | Antony Starr |
დაბადების თარიღი |
25 ოქტომბერი, 1975 უელინგტონი, ახალი ზელანდია |
განათლება | ოკლენდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
Critics' Choice Awards | საუკეთესო ბოროტმოქმედი ტელესერიალში |
2012 წლის ავსტრალიურ ფილმში „Wish You Were Here“ როლის შესრულებისთვის, სტარმა მოიგო ავტრალიის კინოს ინსტიტუტის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში. ასევე ის ნომინირებული იყო ახალი ზელანდიის საუკეთესო მსახიობის ჯილდოზე, 2010 წლის ფილმისთვის „After the Waterfall“.
ბიოგრაფია
რედაქტირებასტარი დაიბადა 25 ოქტომბერს, 1975 წელს, უელინგტონში, ახალ ზელანდიაში. ბავშვობაში, სტარი გატაცებული იყო სერფინგით, ასევე სწავლობდა კარატეს. ინგლისური ენის გარდა, სტარს სამ ენაზე შეუძლია საუბარი - ინდონეზიურ, ნორვეგიულ და ესპანურ ენებზე. განათლება მიიღო ოკლენდის უნივერსიტეტში, რომელიც 1993 წელს დაამთავრა. კოლეჯში სწავლისას იგი დადიოდა დრამის წრეზე, რამაც მისი მომავალი პროფესია განაპირობა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმები
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2004 | ფ | მამაჩემის ბუნაგში | In My Father's Den | გარეტი |
2004 | ფ | ნიჩბის გარეშე | Without a Paddle | ბილი ნივუდი |
2005 | ფ | მსოფლიოს უსწრაფესი ინდიანი | The World's Fastest Indian | ჯეფი |
2006 | ფ | მეორე | No. 2 | შელი |
2010 | ფ | ჩანჩქერის შემდეგ | After the Waterfall | ჯონ დრინი |
2012 | ფ | ნეტავი აქ იყო | Wish You Were Here | ჯერემი კინგი |
2019 | ფ | ამერიკული სოსის სტენდოფი | American Sausage Standoff | მაიკ მაქკოიდი |
2023 | ფ | შეთანხმება | the covenant | ედი პარკერი |
2023 | ფ | ქსელი | Cobweb | მარკი |
ტელესერიალები
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1995-1996 | ს | ქსენა: მეომარი პრინცესა | Xena: Warrior Princess | მესა; დევიდი |
2000-2002 | ს | შორთლენდ სტრიტი | Shortland Street | სტარტფორდ უილსონი |
2000 | ს | ქუჩაში ლეგალური | Street Legal | თომას შელბი |
2001-2003 | ს | მერსი პიკი | Mercy Peak | ტოდ ვან დელ ველტერი |
2003 | ს | ტერორ პიკი | Terror Peak | ჯეისონი |
2003 | ს | ''ჰარდაუთი'' | Hard Out | სტევო |
20003 | ს | კანი და ძვალი | Skin & Bone | სემორ კოლინსი |
2004 | ს | სერიული მკვლელები | Serial Killers | დინ კროკერი |
2004 | ს | არა მხოლოდ, არამედ ყოველთვის | Not Only But Always | მძღოლი |
2005-2010 | ს | აღმაშფოთებელი იღბალი | Outrageous Fortune | ვან უესტი |
2008 | ს | ჯარიქ ბრაუნის დღიურები | The Jaquie Brown Diaries | თავისი თავი |
2010 | ს | ჯაშუშები და სიცრუე | Spies and Lies | სიდნი როსი |
2011 | ს | სიჩქარე | Rush | ჩარლი ლოუისი |
2011 | ს | ნეტარება | Bliss | ტომ მილსი |
2012 | ს | სახიფათო ბიზნესი | Tricky Business | მეტ სლოუნი |
2012 | ს | ლოუდაუნი | Lowdown | მეფე სტუარტი |
2013-2016 | ს | ბანში | Banshee | ლუკას ჰუდი |
2013-2014 | ს | ბანში: დასაწყისი | Banshee: Origins | ლუკას ჰუდი |
2016 | ს | ამერიკული გოთიკა | American Gothic | თომას |
2019-დღემდე | ს | ბიჭები | The Boys | შელბიჰოუმლენდერი / ჯონ გილმენი |
2020 | ს | დეიდა დონას სახალისო სახლი | Aunty Donna's Big Ol' House of Fun | უსახლკარო კაცი |
2022 | ს | ბიჭები წარმოგიდგენთ: ეშმაკური | The Boys Presents: Diabolical | ჰოუმლენდერი / ჯონ გილმენი |
2023 | ს | თაობა V | Gen V | ჰოუმლენდერი / ჯონ გილმენი |