ენტლებუხერ-ზენენჰუნდი
ენტლებუხერ-ზენენჰუნდი (გერმ. Entlebucher Sennenhund) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი შვეიცარიაში XX საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | შვეიცარია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
შვეიცარიული ზენენჰუნდებიდან ამ ყველაზე პატარა წარმომადგენლის წარმოშობის შესახებ რაიმეს თქმა ძნელია. მასტიფების მსგავსი გარეგნობა გვაფიქრებინებს, რომ ამ ჯიშის წინაპრებს შორის იყვნენ რომაელი ლეგიონერების მებრძოლი და მოდარაჯე ძაღლები. ამ ჯიშის დასახელება მომდინარეობს ლუცერნის მახლობლად მდებარე ენთლებუჰენისგან. ენტლებუხერ-ზენენჰუნდი პოპულარულია შვეიცარიაში, მაგრამ იშვიათად გვხვდება მის ფარგლებს გარეთ. ის შედარებით კომპაქტური და დაკუნთულია. ენტლებუხერ-ზენენჰუნდი იმ ჯიშების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც გადარჩნენ სელექციონერ ფრანც შერტენლიბის დაძაბული მუშაობის შედეგად. თავისი მამისგან მან შეიტყო, რომ შვეიცარიის მთიან მდელოებზე არსებობენ სხვადასხვა ჯიშის ძაღლები. XIX საუკუნის ბოლოს, ძაღლების გამოფენების ციურიხელი მსაჯის, ალბერტ ჰაიმის დახმარებით, შერტენლიბმა შეძლო ამ ძაღლების ორგანიზმება, მათი გადარჩენის მიზნით.
ენტლებუხერ-ზენენჰუნდები კარგი კომპანიონები არიან. ადვილად უძლებენ სიცივეს. მათგან კარგი მოდარაჯე დგება. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცხეს. ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ენტლებუხერ-ზენენჰუნდს აქვს საშუალო ზომის ყურები, მასიური თავი, ძლიერი, გრძელი ყბები, დაკუნთული თეძოები. ბალანი უხეში, სქელი და მბზინავია. აქვს საშუალო ზომის, ცოცხალი, ყავისფერი თვალები.