ენტებეს ოპერაცია
ენტებეს ოპერაცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ნაწილი | |||||
ისრაელელი კომანდოები ოპერაციის დასრულების შემდეგ | |||||
თარიღი | 4 ივლისი, 1976 | ||||
მდებარეობა |
ენტებეს აეროპორტი, ენტებე, უგანდა 0°02′43″ ჩ. გ. 32°27′13″ ა. გ. / 0.04528° ჩ. გ. 32.45361° ა. გ. | ||||
შედეგი |
ოპერაცია წარმატებით დასრულდა
| ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ენტებეს ოპერაცია ვიკისაწყობში |
ენტებეს ოპერაცია (ოპერაცია „ენტებე“ ან ენტებეს რეიდი; კოდური სახელწოდება — „მეხის გავარდნა“) — ისრაელიდან საფრანგეთში მიმავალი გატაცებული რეაქტიული ფრანგული ავიალაინერისა და 102 დატყვევებულის დახსნის ოპერაცია, რომელიც ისრაელის კომანდოს რაზმმა განახორციელა.
27 ივნისს ათენში დაჯდომის შემდეგ, ავიალაინერი დაიკავეს პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტისა და წითელი არმიის ფრაქციის (დასავლეთგერმანული რადიკალური მემარცხენე დაჯგუფება) ტერორისტებმა და გადაიყვანეს უგანდის ქალაქ ენტებეში, სადაც მათ სხვა თანამძრახველებიც შეუერთდნენ. გამტაცებლებმა ენტებეში 258 მგზავრიდან გაათავისუფლეს ისინი, ვინც ისრაელის მოქალაქეები ან ებრაელები არ იყვნენ, დანარჩენები კი ტყვედ დაიტოვეს, რათა გამოეყენებინათ ისრაელის, კენიის, დასავლეთ გერმანიისა და სხვა ქვეყნების ციხეებში მყოფი 53 მებრძოლის გასათავისუფლებლად. საპასუხოდ, 3 ივლისს ისრაელმა გაგზავნა ოთხი სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules 100–200 ჯარისკაცით, McDonnell Douglas F-4 Phantom II რეაქტიული გამანადგურებლების თანხლებით. ისრაელიდან უგანდამდე 4000 კმ-ის გადაფრენის შემდეგ, დაჯდომიდან ერთ საათში ისრაელის ძალებმა შეძლეს დატყვევებულთა დახსნა. გაანადგურეს შვიდივე ტერორისტი, აგრეთვე საბჭოთა კავშირის მიერ უგანდისათვის მიწოდებული 11 გამანადგურებელი მიგი. ოპერაციის დროს დაიღუპა ისრაელის ძალების 1 ჯარისკაცი და 3 დატყვევებული. უკანა გზაზე ისრაელის თვითმფრინავები შეხვდნენ მათ მომლოდინე საჰოსპიტალე თვითმფრინავს, საწვავი შეივსეს ნაირობიში (კენია). რეიდის წარმატებამ მნიშვნელოვნად აამაღლა ისრაელელთა საბრძოლო სული.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Entebbe raid. Encyclopedia Britannica (26 ივნისი, 2021). ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2022