ენოთერაპია (ძვ. ბერძნ. οἶνος [oînos] — „ღვინო“ და θεραπεία [therapeía] — „მკურნალობა“) — თერაპიის ფორმა, რომლის დროსაც გამოიყენება ღვინო, ან ღვინის კეთებისას დარჩენილი ყურძნის ნარჩენები. ენოთერაპია ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიაში, გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და სტრესთან ბრძოლაში, ვინაიდან, ექიმების თქმით, ღვინო დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით. დღესდღეობით არ არსებობს ენოთერაპიის ეფექტურობის მყარი მტკიცებულება.

ღვინოს, სამკურნალო დანიშნულებით, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ, რასაც არაერთი წყარო მოწმობს.

ენოთერაპია, როგორც ტერმინი, ფრანგმა ექიმებმა, მატილდ და ბერტრან თომასებმა დანერგეს. ფრანგმა წყვილმა ყურძნის წიპწების დადებითი გავლენის შესახებ შეიტყვეს ყურძნისა და ვაზის პოლიფენოლების წამყვანი ექსპერტის, დოქტორ ვერკოტერენისგან.

1995 წელს მატილდმა და ბერტრანმა გამოუშვეს კანის მოვლის პროდუქტების ხაზი „Vinothérapie“.

„Vinothérapie“, კანის მოვლის საშუალებაა, რომელიც დამზადებულია ყურძნისა და ვაზის ექსტრაქტებისაგან და, ექიმების თქმით, ასუფთავებს კანს და ანელებს კანის დაბერებას.

რესურსები ინტერნეტი

რედაქტირება