ენის გასატეხი
ენის გასატეხი — სიტყვა ან, უფრო ხშირად, სიტყვათა ჯგუფი, რომელიც მსგავსი ბგერების მიზანმიმართული დაჯგუფების გამო რთულად გამოსათქმელია. ენის გასატეხი საბავშვო ფოლკლორის სახეობაა (სხვაგვარად, „ჩქარა გამოსათქმელსაც“ უწოდებენ).
ენის გასატეხი აგებულია სიტყვათა თამაშზე, ემყარება ბგერით ალიტერაციას ან ერთი ძირიდან ნაწარმოები სიტყვების გამოყენებას. მისი მთავარი სპეციფიკა წარმოსათქმელი ფრაზის სიძნელეა (მაგ., „ბაყაყი მყაყე ჭაობში ბაყბაყებს ბაყბაყ მდევივით, რიონი ნარიონალში, ნიორი ნანიორალში“). ენის გასატეხების ძირითადი დანიშნულებაა მოზარდთა მეტყველების გამართვა და მათი გართობა. მათ ასევე იყენებენ კბილების ფირფიტოვანი (მოსახსნელი) პროთეზების მორგების შემოწმების და ტელე- ან რადიოგადაცემების წამყვანობის კანდიდატების წინასწარი შეფასების მიზნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზანდუკელი ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- ზანდუკელი ფ., ხალხური საბავშვო პოეზიის ძირითადი სახეები, კრ.: ქართული ფოლკლორი, [ტ.] 3, თბ., 1969.
- სიხარულიძე ქ., ქართული საბავშვო ფოლკლორი, თბ., 1938.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ენის გასატეხი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)