ენერჰოდარის ალყა
სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი

მდგომარეობა 1 მარტის მდგომარეობით
თარიღი 28 თებერვალი – 4 მარტი, 2022
(4 დღე)
მდებარეობა ენერჰოდარი, ზაპორიჟიის ოლქი, უკრაინა
სტატუსი რუსეთის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის დროშა სამოქალაქო მოხალისეები

დანაკარგები
უცნობია უცნობია
ენერჰოდარის ალყა ვიკისაწყობში

ენერჰოდარის ალყა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამხრეთ უკრაინის კამპანიის ფარგლებში ზაპორიჟიის ოლქის ქალაქ ენერჰოდარისათვის. აქ მდებარეობს ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქვეყანაში ატომური ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს და მთლიანი ელექტროენერგიის მეხუთედზე მეტს გამოიმუშავებს.[1] აქაა ასევე ზაპორიჟიის თბოელექტროსადგური.

28 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ დაიკავეს ქალაქი ენერჰოდარი და ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური.[2][3] ენერჰოდარის მერმა დმიტრო ორლოვმა აღნიშნული უარყო.[4] მოგვიანებით ადგილობრივმა მოსახლეობამ ქარხნისკენ მიმავალი გზა და ქალაქის შესასვლელი გადაკეტა, რითაც რუსული ძალები აიძულეს უკან დაბრუნებულიყვნენ.[5][6]

1 მარტს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, დაახლოებით 14:00 საათზე კი რუსული კოლონა ენერჰოდარისკენ გაემართა.[7][8] ორლოვის თქმით, ქალაქში საკვების შოვნა გართულებული იყო.[7] საღამოს ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციამ რუსულ ძალებს ქალაქის შესასვლელი დაუბლოკა.[8]

2 მარტის დილას ორლოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები კვლავ უახლოვდებოდნენ ქალაქს.[9] აქციის მონაწილეებმა კვლავ გადაკეტეს გზები; ააფრიალეს უკრაინის დროშები, ბლოკირებისათვის იყენებდნენ ნაგვის მანქანებს.[10] ორლოვმა „უკრინფორმს“ განუცხადა, რომ ორი ადამიანი დაიჭრა, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა, სავარაუდოდ, ყუმბარები ისროლეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით.[11][12] 18:00 საათისთვის საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდა ორასი მცხოვრები, ასევე ელექტროსადგურის თანამშრომლები. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ სააგენტოს აცნობა, რომ რუსული ძალები აკონტროლებენ ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიას.[10]

3 მარტს, ადგილობრივი დროით 23:28 საათზე 10 რუსული ჯავშანმანქანისა და ორი ტანკისგან შემდგარი კოლონა ფრთხილად მიუახლოვდა ენერჰოდარის ელექტროსადგურს.[13][14][15] საბრძოლო მოქმედებები დაიწყო 00:48 საათზე, როდესაც უკრაინელებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაუშვეს, რუსულმა ძალბმა კი სხვადასხვა სახის იარაღით უპასუხეს, მ.შ. ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებითაც.[14] გეხსნილი ცეცხლის შედეგად ადმინისტრაციულ შენობასა და ელექტროსადგურის ექვსი ბლოკიდან ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა.[16][17] ობიექტის წარმომადგენლის განცხადებით, რეაქტორი რეკონსტრუქციის პროცესში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც შეიცავდა ბირთვულ საწვავს. შეტაკებების გამო მეხანძრეებმა ხანძრის კერამდე მისვლა ვერ შეძლეს.[18] მას შემდეგ, რაც დიდი რაოდენობის რუსულმა ტანკებმა და ქვეითმა ჯარმა უკრაინის თავდაცვა გაარღვია, უკრაინამ აღნიშნულის შესახებ ატომური ენერგიის სააგენტოს შეატყობინა.[19] როგორც სააგენტომ, ასევე შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა განაცხადა, რომ რადიაციული დონის ამაღლების ნიშნებს ადგილი არ ჰქონია.[20][21]

4 მარტის დილას მეხანძრე-მაშველებმა ელექტროსადგურზე შესვლა და ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.[22] გვიან დილით რუსულმა ჯარებმა სადგური მას შემდეგ დაიკავეს, რაც დადასტურდა, რომ რადიაციის დონის ცვლილება არ მომხდარა.[23][24] რუსები ასევე შევიდნენ და დაიკავეს ქალაქი ენერჰოდარი.[25][26] ორლოვის განცხადებით, ბრძოლის შედეგად ქალაქს შეუწყდა გათბობის მიწოდება.[27]

შედეგები

რედაქტირება

ზაპორიჟიის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ სტარუხმა 5 მარტს განაცხადა, რომ ქალაქის გაძარცვის შემდეგ რუსულმა ძალებმა დატოვეს იგი და სიტუაცია ახლა მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო. თუმცა, შემდეგ ორლოვმა უარყო ინფორმაცია და დაადასტურა, რომ რუსულ ძალებს კვლავ დაკავებული ჰქონდათ ქალაქის პერიმეტრი და ელექტროსადგური, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება მოვალეობების შესრულებას კვლავ აგრძელებდა.[28] უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხედრო ადმინისტრაციამ 7 მარტს დაადასტურა, რომ ენერჰოდარი რუსული ძალების კონტროლის ქვეშ იყო.[29]

6 მარტს, ატომური ენერგიის სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსული ძალები ელექტროსადგურის მუშაობაში ერეოდნენ. მასში ნათქვამი იყო: „სადგურის მმართველობის ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ზომები, რომლებიც დაკავშირებულია ექვსი რეაქტორის ტექნიკურ ექსპლუატაციასთან, მოითხოვს წინასწარ დამტკიცებას რუსული ხელმძღვანელობის მიერ“. აგრეთვე — „ადგილზე მყოფმა რუსულმა ძალებმა ზოგიერთი მობილური ქსელი და ინტერნეტი გათიშეს, რათა ადგილიდან კომუნიკაციის ჩვეულებრივი არხებით სანდო ინფორმაციის მიღება ვერ მომხდარიყო“.[30] 9 მარტს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსულ ძალებს ტყვეობაში ჰყავდათ ელექტროსადგურის თანამშრომლები და მათ ნაწილს პროპაგანდისტული ვიდეოების გადაღებებს აიძულებდნენ.[31]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. SS "Zaporizhzhia NPP". დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 25 October 2020
  2. „Russian forces take control of Ukraine's Berdyansk, Enerhodar – Russian Defense Ministry“. interfax.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „Russia's war in Ukraine: complete guide in maps, video and pictures“. the Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „Енергодар і Запорізька АЕС під контролем ЗСУ: мер міста просить не вірити фейкам“. Факти та коментарі (უკრაინული). 28 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  5. „Enerhodar, i cittadini davanti all'ingresso città: barricate per proteggere la centrale nucleare“. la Repubblica (იტალიური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „Жители Энергодара без оружия остановили колонну российских оккупантов, – ВИДЕО“. Первый запорожский (რუსული). 28 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  7. 7.0 7.1 „Рада оборони Енергодара перейшла на цілодобовий режим роботи, місто в оточенні“ (უკრაინული). 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 „Mieszkańcy Enerhodaru wyszli na ulicę, żeby zatrzymać Rosjan. Bronią elektrowni jądrowej“. Onet.pl (პოლონური). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  9. „The mayor of Energodar says Russian troops approaching the city. The largest nuclear power plant in Europe (according to Wikipedia) is placed in this city“. liveuamap.com (ინგლისური). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  10. 10.0 10.1 Sangal, Aditi; Vogt, Adrienne; Wagner, Meg; Yeung, Jessie; Renton, Adam; Berlinger, Josh; Noor Haq, Sana; Upright, Ed (2 მარტი, 2022). „Live Updates – Russia invades Ukraine“. CNN (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  11. „Russian military threw grenades at civilians who came out to defend own village“ (ინგლისური). Ukrinform. 3 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  12. „Russia Ukraine conflict: More than 2,000 civilians dead in first week of invasion, says Ukraine“. Youtube (ინგლისური). Channel 4 News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  13. Прямая трансляция пользователя Запорізька АЕС. Запорізька АЕС. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022
  14. 14.0 14.1 „Video analysis reveals Russian attack on Ukrainian nuclear plant veered near disaster“ (ინგლისური). NPR. 11 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. „Security Council debates Russian strike on Ukraine nuclear power plant“. UN News (ინგლისური). 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. „Russia-Ukraine war latest: Fire at Zaporizhzhia power plant in Enerhodar; Kyiv, Kharkiv, Chernihiv, Mariupol under assault“ (ინგლისური). ABC. 3 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  17. „Russian forces attacking Zaporizhzhia nuclear power plant in Ukraine, per multiple reports“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-04. ციტირების თარიღი: 2022-03-04.
  18. Tim Stelloh (3 მარტი, 2022). „Nuclear plant on fire in Ukraine after Russia attacks facility“ (ინგლისური). NBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  19. Update 9 – IAEA Director General Statement on the situation in Ukraine en. International Atomic Energy Agency. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022
  20. „Ukraine's Zaporizhzhia nuclear power plant seized by Russian military“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-04.
  21. Ives, Mike; Broad, William J.; Browne, Malachy; Smith, Brenna; Li, Ang (2022-03-04). „A fire breaks out at a nuclear plant during a Russian assault, Ukraine says“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  22. O'Neil, Tyler (2022-03-04). „Ukraine nuclear authority gives update on Zaporizhzhia power plant: now in Russian hands“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-04.
  23. Boynton, Sean (4 მარტი, 2022). „Russian troops capture Europe's largest power plant in Ukraine after intense battle“. Global News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  24. „Russia Seizes Ukraine Nuclear Plant Hours After Attack: 10 Points“. NDTV.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  25. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 4 en (4 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022
  26. Віра Касіян (4 მარტი, 2022). „Енергодар: окупанти знову зайшли в місто“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  27. МАЗУРЕНКО АЛЬОНА (4 მარტი, 2022). „Енергодар залишився без тепла“. Українська правда (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  28. „Российские войска покинули Энергодар: последствия обстрелов (уточнено)“. Gazeta.ua (რუსული). 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  29. „Ukraine after 11th night of war: Mayor killed, towns taken, Moscow promises civilian corridors to Russia“. Baltic News Network (ინგლისური). 7 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  30. „Russian forces interfering at Ukraine nuclear plant: IAEA“. Al-Jazeera (ინგლისური). 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  31. „Russian soldiers 'torturing staff' inside Zaporizhzhia nuclear power plant“. news.yahoo.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)