ენდი ჯექსონი (ხმის ინჟინერი)
ენდრიუ „ენდი“ ჯექსონი — ბრიტანელი ხმის ინჟინერი, ცნობილი პინკ ფლოიდთან თანამშრომლობით. აგრეთვე არის სტუდიის Tube Mastering[1] მფლობელი და თანამშრომელი.
თანამშრომლობა პინკ ფლოიდთან დაიწყო 1980 წელს, ჯეიმზ გათრის თანაშემწედ, ტურნეს The Wall გამოსვლების აუდიოჩანაწერების მომზადებისას[2]. შემდეგ იმუშავა ალბომზე The Final Cut. ლოს-ანჯელესში გათრის გადასვლის შემდეგ იგი ჯგუფის ძირითადი ხმის ინჟინერი გახდა, A Momentary Lapse of Reason-ის და The Division Bell-ის შექმნისას. აგრეთვე მუშაობდა La Carrera Panamericana-ს მუსიკის დაწერისას და ჯგუფის 1994 წლის ტურნეს მსვლელობისას. ამჟამად მუშაობს დევიდ გილმორის სტუდიაში Astoria და ჯგუფთან დაკავშირებულ ხელახალ გამოცემებზე და რემასტერებზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Grammy-nominated Pink Floyd engineer Andy Jackson has confirmed he is to release his fourth solo album on November 3.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 30 September 2014.
- ↑ Bailey, Craig. Interviews Andy Jackson (17 December 2000).