ენა (მდინარე)
ენა (ფრანგ. Aisne) – მდინარე საფრანგეთში, უაზის მარცხენა შენაკადი. მდინარის სათავე მდებარეობს არგონის ტყეში საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სენტ-მენეუსთან. მთელი თავისი განფენილობის მანძილზე ენა კვეთს მიოზის, მარნის, არდენის, ენისა და უაზას დეპარტამენტებს და ერთვის მდინარე უაზას.
ენა | |
---|---|
ქვეყანა | საფრანგეთი |
ქალაქები | სენტ-მენეუ, რეტელი, სუასონი, კომპიენი |
სათავე | შამპან-არდენი |
სიგრძე | 195 კმ |
აუზის ფართობი | 3,500 კმ² |
ენა ვიკისაწყობში |