ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ემსის უკაზი (რუს.: Эмский указ; უკრ.: Емський указ) — რუსეთის ცარი ალექსანდრე II-ის საიდუმლო განკარგულება გამოცემული 1876 წელს, რომლითაც ის უკრაინული ენის (ე.წ. მცირე რუსული დიალექტი) გამოყენებას კრძალავდა ბეჭდვაში, ძველი დოკუმენტების გადაბეჭდვის გამონაკლისით. უკაზით ასევე აიკრძალა უკრაინული პუბლიკაციების იმპორტი და უკრაინულად სპექტაკლების დადგმა ან ლექციების წაკითხვა. უკაზს სახელი გერმანიის ქალაქ ბად ემსის დაერქვა, სადაც მას მეფემ ხელი მოაწერა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემსის_უკაზი“-დან