ემსის დეპეშა
ემსის დეპეშა — ბისმარკის მიერ განზრახ დამახინჯებული პროვოკაციული დეპეშა, რომელიც საფრანგეთ-პრუსიის ომის საბაბი გახდა. დეპეშაში მოყვანილი იყო პრუსიის მეფე ვილჰელმ I-სა და საფრანგეთის ელჩის ვ. ბენედეტის საუბრის ტექსტი, რომელიც ეხებოდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხს. დეპეშა 1870 წლის 13 ივლისს ემისადნ ტელეგრაფით გადაეცა ბისმარკს ბერლინში. მან ტექსტი თვითნებურად შეამოკლა, საფრანგეთისთვის შეურაცხმყოფელი ელფერი მისცა და დააბეჭვდინა პრესაში, რის შედეგადაც 1870 წლის 19 ივლისს საფრანგეთმა პრუსიას ომი გამოუცხადა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 140.
- ემსის დეპეშა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)