ემილ (სამუილ) იაკობის ძე გურევიჩი (დ. 9 მაისი, 1913, კიევი, — გ. 23 მარტი, 1981, თბილისი) — უკრაინელი პიანისტი და პედაგოგი, ხანგრძლივად მოღვაწეობდა საქართველოში; პროფესორი (1968), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა კიევის კონსერვატორია (1935). ეწეოდა საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას კიევში. 1936-1939 წლებში რამდენჯერმე საგასტროლოდ ეწივა თბილისს, თამაშრომლობდა ევგენი მიქელაძესთან და სხვა ქართველ დირიჟორებთან. 1952 წლიდან თბილისში გადმოსახლდა. გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. აღზარდა მრავალი ცნობილი მუსიკოსი: პიანისტები პ. დიმიტრიადი, ნ. ქათამაძე, დირიჟორი ვ. მაჭავარიანი, კომპოზიტორი გ. ჩლაიძე და სხვ., კონსულტაციას უწევდა გამოჩენილ პიანისტებს: ა. თორაძესა და ე. ლეონსკაიას.

ლიტერატურა

რედაქტირება