ემილ ნაზიმ ოღლუ ბალაევი (აზერ. Emil Nazim oğlu Balayev; დ. 17 აპრილი, 1994) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. აღდამის „ყარაბაღისა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. თამაშობს მეკარის პოზიციაზე.[1] 2019 წელს ბალაევი დასახელდა აზერბაიჯანის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[2]

ემილ ბალაევი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
17 აპრილი, 1994 (1994-04-17) (30 წლის)
სიმაღლე 189 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ყარაბაღი
ნომერი 12
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2014 ნეფთჩი ბაქო 11 (0)
2011–2012   სუმგაითი (იჯარით) 0 (0)
2013–2014   არაზ-ნახიჩევანი (იჯარით) 8 (0)
2015–2016 აინტრახტი ფრანკფურტი 0 (0)
2016–2017 ყარაბაღი 0 (0)
2017–2018 საბაილი 38 (0)
2019 ტობოლი 31 (0)
2020 ზირა 1 (0)
2020– ყარაბაღი 12 (0)
ეროვნული ნაკრები
2019– აზერბაიჯანი 13 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ახალგაზრდულ პერიოდში ბალაევი იყო საფეხბურთო კლუბ „ნეფთჩის“ ახალგაზრდული აკადემიის წევრი. 2011 წელს დაწინაურებული იქნა ძირითად გუნდში. ბალაევის დებიუტი შედგა 2012–13 წლების აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის სეზონში 2012 წლის სექტემბერში, „სუმგაითის“ წინააღმდეგ.[3] 2013 წელს ბალაევი ერთი სეზონით იჯარით გადავიდა საფეხბურთო კლუბ „არაზ-ნახჩევანში“.[4]

2015 წლის იანვარში ბაქოს „ნეფთჩიდან“ გადავიდა გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ ფრანკფურტის „აინტრახტში“.[5][6][7] თუმცა, მან ვერ მოახერხა კლუბში თავის დამკვიდრება და გაშვებული იქნა 2016 წლის ივნისში.[8]

2019 წლის იანვარში აზერბაიჯანული „საბაილიდან“ ბალაევი ყაზახეთის პრემიერ ლიგის კლუბ „ტობოლში“ გადავიდა.[9] მისი დებიუტი ყაზახეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 9 მარტს, „ირტიშ პავლოდარის“ წინააღმდეგ შეხვდა. მატჩი „ტობოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დასრულდა.[10] 2020 წლის 31 იანვარს ბალაევმა კლუბთან ორმხრივი თანხმობით „ტობოლი“ დატოვა.[11]

2020 წლის 3 მარტს სფეხბურთო კლუბმა „ზირამ“ გამოაცხადა, რომ ბალაევი გუნდთან კონტრაქტზე ხელს 2019–20 წლების სეზონის ბოლომდე აწერდა.[12] მან კლუბი სეზონის ბოლოს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

2020 წლის 10 ივლისს ბალაევი შეუერთდა აღდამის „ყარაბაღს“.[13]

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

ბალაევი აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში პირველად 2013 წლის სექტემბერში, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ისრაელთან გასამართი მატჩისთვის გამოიძახეს.[14] მისი დებიუტი ნაკრებში 2019 წლის 9 სექტემბერს, 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ შედგა.

2017 წელს ბაქოში გამართულ ისლამის სოლიდარობის თამაშებზე იყო აზერბაიჯანის 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი.[15] ნაკრებთან ერთად მოიპოვა ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვება.

ბალაევის დებიუტი აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2019 წელს, 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[16]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ემილ ბალაევი — WorldFootball.net
  2. İlin futbolçusu Emil Balayev seçilib (19 December 2019).
  3. Sumqayit vs. Neftchi 3 - 2
  4. “Neftçi”nin qapıçısı “Araz-Naxçıvan”da[მკვდარი ბმული]
  5. „New Goalkeeper: Emil Balayev“. eintracht.de. 17 December 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 18 March 2014.
  6. Frankfurt verpflichtet Balayev - Yaffa soll folgen de. kicker (15 December 2014). ციტირების თარიღი: 3 January 2015
  7. Эмиль Балаев перешел в Айнтрахт(in Russian)
  8. Wechselbörse de. kicker (20 June 2016). ციტირების თარიღი: 29 June 2016
  9. დაარქივებული ასლი ru. FC Tobol (30 January 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 30 January 2019
  10. Tobol vs. Irtysh - 9 March 2019. Perform Group (9 March 2019). ციტირების თარიღი: 24 March 2019
  11. Спасибо, Эмиль! ru. FC Tobol (31 January 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 31 January 2020
  12. Komandamız Emil Balayevlə anlaşıb az. FK Zira (3 March 2020). ციტირების თარიღი: 3 March 2020[მკვდარი ბმული]
  13. XOŞ GƏLDİN EMİL BALAYEV az. Qarabağ FK (10 July 2020).
  14. Israel vs. Azerbaijan 1 - 1
  15. Team roster. Baku 2017. ციტირების თარიღი: 16 May 2017[მუდმივი მკვდარი ბმული]
  16. Azerbaijan-Croatia en. UEFA (9 September 2019).