ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ემილი სკარატი (ინგლ. | Emily Scarratt) დ. 8 თებერვალი, 1990, ლესტერი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი ქალი მორაგბე, თამაშობდა ცენტრში და ფულბეკად. ნაკრებების ღირსებას იცავდა როგორც რაგბი-15-ში, ასევე რაგბი-7-ში. 1014 წელს 7 ქალა რაგბიში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო მომდევნო წელს კლასიკურ 15 ქალაში მსოფლიოს ჩემპიონი. 2019 წელს მსოფლიოს საუკეთესო ქალ მორაგბედ დაასახელს, ხოლო 2013 წელს ინგლისის ქალ საუკეთესო მორაგბედ. გარდა მორაგბისა ასევე არის კვალიფიცირებული მასწავლებელი.

ემილი სკარატი

ემილი სკარატი. 2014 წლის ქალთა მსოფლიოს თასი
პირადი მონაცემები
სრული სახელი ემილი სკარატი
დაბადების თარიღი 8 თებერვალი, 1990
დაბადების ადგილი ლესტერი, დიდი ბრიტანეთი
სიმაღლე 181 სმ
წონა 78
ინფორმაცია კლუბის შესახებ
პოზიცია ცენტრი, ფულბეკი
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ინგლისი 2008-დან
თამაში 74
ქულა (557)
კარიერა
კლუბები 2007–2017 ლიჩფილდი
2017– Loughborough Lightning
Emily Scarratt ვიკისაწყობში

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ბავშვობაში ემილი ჰოკეით, რაუნდერსი-ით, და კალათბურთით იყო გატაცებული. მას ამერიკულ, საკალათბურთო სტიპენდიას სთავაზობდნენ, მაგრამ იაუარა და რაგბიში გააგრძლეა ვარჯიში. 2007-2017 წლებში ლიჩფილდში გამოდიდა, 2017-დან კი Loughborough Lightning -ის ღირსებას იცავს.

ინგლისის ქალთა ეროვნული ნაკრები (15 ქალა)

რედაქტირება

ინგლისის ქალთა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა. 12 მატჩში 12 ლელო გაიტანა, რაც იმ დროს მხოლოდ ირლანდიის ლეგენადრულ მორაგბეს ბრაიან ოდრისკოლმა {ბრაიან ჯერალდ ო’დრისკოლი}შეძლო. [1] 2010 და 2014 წლებში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. 2010-ში მასპინძელი ინგლისი იყო და ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ახალ ზელანდიასთან დამარცხდა 10-13. ჩემპიონატზე სკარეტმა ერთი ლელო დადო, 28 აგვისტოს B ჯგუფის შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებთან. ემილმა მეტოქე 51-ე წუთზე დაალელოვა, ნაკრებმა კი 37-10 იმარჯვა. ვერცხლის მედლების შემდეგ, ოთხ წელიწადში ოქროს მედალი მოიგო. რიგით მე-7 ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს საფრანგეთმა უამსპინძლა და ფინალში ინგლისმა კანადელი ქალები დაამარცხეს 21-9. ემილმა 2 ლელო გაიტანა, 15 გარდასახვა, 10 ჯარიმა და 70 ქულით ჩემპიონატის მთავამექულეც შეიქმნა. ფინალში მან ერთი ლელოს და გარდასახვის წილ, 3 ჯარიმა გაიტანა და ნაკრებს მთელი 16 ქულით შეეწია. [2] 2017 წელს ირლანდიაში ქალთა მსოფლიოს პირველობაზე ნაკრების ვიცე-კაპიტანი იყო და ოქროს მედლები ფინალში კვლავ ახალ-ზელანდიასთან დათმეს. 32-41. სკარატმა ფინალში 2-2 ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა, და მეორედ მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი შეიქმნა. [3] ემილი 2012 წელს ექვსი ერის თასს დაეუფლა. 2019 წელს 29 წლისა მსოფლიოს წლის საუკეთესო მორაგბე გახდა. [4], [5] ნაკრებში სულ 74 მატჩი ჩაატარა და 557 ქულა დაგროვა.

შვიდ ქალა ნაკრები

რედაქტირება

გარდა 15-იანი რაგბისა, 7 ქალიანშიც წარმატებით ასპარეზობს, 12 ლელო აქვს გატანილი და 2012 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა. 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ნაკრებს უკაპიტნა და მე-4 ადგილზეც გაიყვანა. რაგბი-7-დან რამდენჯერმე ნომინირებული იყო საუკეთესო რაგბისტის წოდებაზე.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლიდსის უნივერსიტეტში ფიზიკუკულტურის უმაღლესი განათლება მიიღო. ბირმინგემში მეფე ედვარდის სახელობის სკოლაში ფიზკულტურას ასწავლიდა, თავის მეგობარ და თანაგუნდელ ნატაშა ჰანტთად ერთად. დიდი რაგბის გამო მას პროფესიის დათმობა მოუწია.

  1. [1]. Emily Scarratt.
  2. [2]. England Women.
  3. [3]. England name squad for Women’s World Cup defence.
  4. [4]. World Rugby Awards: Pieter-Steph Du Toit & Emily Scarratt named players of the year.
  5. [5]. მსოფლიო რაგბიმ საუკეთესოები დაასახელა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემილი_სკარატი“-დან