ლუციუს ემილიუს ლეპიდუს პაულუსი (კონსული ძვ. წ. 34)
ლუციუს ემილიუს ლეპიდუს პაულუსი (ლათ. Lucius Aemilius Lepidus Paullus) ასევე ცნობილია, როგორც პაულუს ემილიუს ლეპიდუსი (ლათ. Paullus Aemilius Lepidus;[1][2] დ. დაახლ. ძვ. წ. 77 — გ. ძვ. წ. 11 წლის შემდეგ) — ძველი რომის პოლიტიკური მოღვაწე, კონსული (სუფექტი) ძვ. წ. 34 წელს და ცენზორი ძვ. წ. 22 წელს.[3]
პაულუსი ემილიუსების გვარის წევრი იყო. იგი იყო მარკუს ემილიუს ლეპიდუსისა და აპულეიას შვილიშვილი იყო — მათი ვაჟის, ლუციუს ემილიუს ლეპიდუს პაულუსისა და ამ უკანასკნელის ცოლის შვილი, რომლის სახელიც ცნობილი არაა. მამამისის ძმა, მარკუს ემილიუს ლეპიდუსი მეორე ტრიუმვირატის წევრი იყო.
პაულუსი პირველად კორნელიაზე (დაახლ. ძვ. წ. 54-16 წწ.) დაქორწინდა, რომლისგანაც ეყოლა ორი ვაჟი (ლუციუს ემილიუს პაულუსი (დაახლ. ძვ. წ. 37-ახ. წ. 14 წწ.), იულია უმცროსის ქმარი და კონსული ახ. წ. 1 წელს და მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (დაახლ. ძვ. წ. 30-ახ. წ. 33 წწ.), რომელიც კონსული ახ. წ. 6 წელს გახდა) და ერთი ქალიშვილი (ემილია პაულა). პაულუსი ძვ. წ. 16 წელს დაქვრივდა.[4]
ძვ. წ. 12 წელს[5] პაულუსი კლავდია მარცელა უმცროსზე დაქორწინდა, რომელიც კონსულ გაიუს კლავდიუს მარცელუს უმცროსისა და ოქტავია უმცროსის ქალიშვილი იყო და ამდენად, იმპერატორ ავგუსტუსის დისწული.[6] მარცელასა და პაულუსის ქორწინებამ ერთმანეთთან დააკავშირა ორი წარჩინებული რესპუბლიკური სახლი და ისინი საიმპერატორო კარსაც დაუახლოვა.[7] პაულუსის სიკვდილამდე, თუმცა არა ძვ. წ. 11 წლის შემდეგ,[8] მარცელამ მას ვაჟი, პაულუს ემილიუს რეგულუსი გაუჩინა,[9] რომელიც იმპერატორ ტიბერიუსის ზეობისას (ახ. წ. 14-37 წწ.) კვესტორის თანამდებობას იკავებდა.[10]
ლიტერატურა
რედაქტირება- R. Syme, The Augustan Aristocracy, Oxford University Press, 1989
- M. Lightman & B. Lightman, A to Z of Ancient Greek and Roman Women, Infobase Publishing, 2008
- article of Octavia Minor at Livius.org დაარქივებული 2013-09-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ article of Octavia Minor at Livius.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-28. ციტირების თარიღი: 2016-09-05.
- ↑ Lightman, A to Z of Ancient Greek and Roman Women, გვ.205
- ↑ Lightman, A to Z of Ancient Greek and Roman Women, გვ. 205
- ↑ Syme, The Augustan Aristocracy, გვ. 150-1
- ↑ Syme, The Augustan Aristocracy გვ. 151
- ↑ article of Octavia Minor at Livius.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-28. ციტირების თარიღი: 2016-09-05.
- ↑ Lightman, A to Z of Ancient Greek and Roman Women, გვ. 205
- ↑ Syme, The Augustan Aristocracy გვ. 111
- ↑ Lightman, A to Z of Ancient Greek and Roman Women, გვ. 205
- ↑ ILS 949