ემბიები
ემბიები (ლათ. Embioidea) — მწერების რიგი. აქვთ 15-20 სმ-მდე სიგრძის ცილინდრული სხეული. დედალი ემბიები ჩვეულებრივ უფრთოა. დარბიან საკმაოდ სწრაფად როგორც წინ, ისე უკან. წინა თათების ბუშტისებრ გაბერილ პირველ ნაწევარზე ჯირკვალია, რომელიც გამოყოფს აბრეშუმისებრ აბლაბუდას ან აბლაბუდაზე წასასმელ სითხეს. ცნობილია ემბიების 1500-მდე სახეობა. ხმელთაშუა ზღვის ემბიები — გვხვდება ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროებზე და ამიერკავკასიაში. თურქესტანული ემბიები გავრცელებულია შუა აზიაში. ემბიები პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 135.