ემა გრეის ფროსტი — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია Marvel Comics-ის მიერ გამოცემული კომიქსების წიგნებიდან. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების 129-ე ნომერში (1980 წლის იანვარი). შექმნილია მწერალი კრის კლერმონისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯონ ბირნის მიერ.

თეთრი დედოფალი

ენდი პარკის ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა შემზარავი იქს–ადამიანები #129 (1980 წლის იანვარი)
ავტორ(ებ)ი კრის კლერმონი, ჯონ ბირნი
დახასიათება
სრული სახელი ემა გრეის ფროსტი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები თეთრი დედოფალი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
ბნელი ილუმინატი
ქსავიეს ინსტიტუტი
ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი
Hellions
იქს-თაობა
შესაძლებლობა ტელეპათი,
შეუძლია მიიღოს გაუნადგურებელი ბრილიანტის ფორმა და გაზარდოს ფიზიკური სიძლიერისა და სიმტკიცის დონე. იხ. ვრცლად.

დახვეწილი მუტანტი ტელეპათი ემა ფროსტი, იგივე თეთრი დედოფალი, იქს-ადამიანების ყოფილი მტერი 2000-იან წლებში გუნდს უერთდება, მათთან ერთად იწყებს ბრძოლასა და ერთ-ერთი გამოჩენილი წევრი ხდება. 2005 წელს, IGN-მა ფროსტი კომიქსის ყველაზე ცხელ გოგოდ დაასახელა, 2006 წელს კი მუტანტმა IGN-ის 25 საუკეთესო იქს-ადამიანს შორის 21-ე პოზიცია დაიკავა.

2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის ფროსტმა 69-ე ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა იქს-ადამიანების გაცილებით დიდი ისტორიის მქონე პერსონაჟები. იმავე წლის ივლისში, გაზეთ Empire-ის 50 უდიდეს კომიქსის პერსონაჟს შორის კი 30-ე და მარველის მდედრობითი სქესის ყველა სხვა პერსონაჟი დაჯაბნა.

2009 წელს პერსონაჟი გამოჩნდა სრულმეტრაჟიან ფილმში იქს-ადამიანების წარმოშობა: ვულვერინი, სადაც მას მსახიობი ტაინა ტოზი ანსახიერებს.

ძალები და შესაძლებლობები

რედაქტირება
 
ტაინა ტოზი ემა ფროსტის როლში. გაუნადგურებელი ბრილიანტის ფორმა. იქს-ადამიანების წარმოშობა: ვულვერინი. 2009 წელი.

მუტანტი ფლობს სხვადასხვაგვარ ტელეპატიურ შესაძლებლობებს: შეუძლია აზრების კითხვა, სხვების გონებაში შეღწევა, მოწინააღმდეგისთვის ფსიქიკური ტრავმების მიყენება. ადამიანის შუბლზე შეხებით მუტანტს შეუძლია გამოიწვიოს გონების საშინელი ტკივილი, ცნობიერების დაკარგვა. ტელეპატიურად შეუძლია გონებადაკარგული მსხვერპლი სასურველი დროის მანძილზე არსებულ მდგომარეობაში დატოვოს, უცნობია ამ უნარის მოქმედება გონზე მყოფ ადამიანზე. ემას შეუძლია მიიღოს (გარდაქმნას კანი, თმა) გაუნადგურებელი ბრილიანტის ფორმა, თუმცა არსებობს პატარა ნაპრალი, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ბრილიანტის დამსხვრევა. ამგვარ მდგომარეობაში ემას ტელეპათიური შესაძლებლობები არ მოქმედებს, სამაგიეროდ გაზრდილია მისი ფიზიკური სიძლიერისა და სიმტკიცის დონე.

ემა ფროსტი კარგად ერკვევა ელექტრონიკაში და შეუძლია სხვადასხვაგვარი მექანიზმის შექმნა, მაგალითისთვის, ემას უშუალო დახმარებით შეიქმნა მომცრო ზომის აპარატი, რომლის დახმარებითაც ე.წ. ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბის კოორტმა - მასტერმაინდმა ფენიქსის გონებაზე ჰალუცინაციური ზემოქმედება მოახდინა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება