ემანუელ შრიკი (ფრანგ. Emmanuelle Chriqui; დ. 10 დეკემბერი 1977, მონრეალი, კვებეკი) — კანადელი კინომსახიობი. კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის 2008 წელს მიენიჭა პრემია „ახალგაზრდა ჰოლივუდი“.

ემანუელ შრიკი

ემანუელ შრიკი 2008 წელს
დაბადების სახელი ემანუელ სოფი-ენ შრიკი
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1977
მონრეალი, კვებეკი კანადა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1995–დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

ემანუელ შრიკი დაიბადა მონრეალში, მაროკოელი ებრაელების ოჯახში.[1][2] დედამისი კასაბლანკაში დაიბადა, ხოლო მამამისი რაბატში.[3] ჰყავს და-ძმა და ნათესავები ისრაელში; აღრზდილია ორთოდოქსული იუდაიზმის ტრადიციებით.[4] როდესაც შრიკი დაახლოებით ორი წლისა იყო მისი ოჯახი საცხოვრებლად ტორონტოში გადავიდა. დაამთავრა სამსახიობო კურსები. იგი მონაწილეობდა დრამატულ წრეში უნიონვილის უმაღლესი სკოლებში.[5] სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის გაგრძელება. ემანუელ შრიკმა მსახიობობა დაიწყო 10 წლის ასაკში „McDonald’s“-ის რეკლამაში. 1990-იან წლებში იგი ვანკუვერში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წინადადებებს ღებულობდა სერიალებში მონაწილეობაზე. თავდაპირველად როგორც მსახიობი პრაქტიკას მხოლოდ სერიალებში ღებულობდა.

პირველი როლი ჰოლივუდში მიიღო 1999 წელს ფილმში „დეტროიტ როკ-სიტი“. ამის შემდეგ იგი ეპიზოდურ როლებს იღებდა ცნობილ კინოფილმებში. 2011 წელს შრიკი შეუერთდა ტელესერიალ „ბორჯიას“ გადასაღებ ჯგუფს.[6] იგი აგრეთვე დაამტკიცეს როგორც ანიმაციური ტელესერიალის „მეხის კატების“ ერთ-ერთი პერსონაჟის ხმა.[7]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1995 ჰარისონ ბერჯერონი Harrison Bergeron
1995 რაინდი სამუდამოდ Forever Knight
1996 გეშინია თუ არა სიბნელის ? Are You Afraid of the Dark?
1999 დეტროიტ როკ-სიტი Detroit Rock City
2000 თოვლიანი დღე Snow Day
2000 ასი გოგოები 100 Girls
2001 კავშირზეა On the Line
2003 მცდარი შესახვევი Wrong Turn
2005 დიდი თოხლი Waiting...
2005 ყვავი: სასტიკი ზიარება The Crow: Wicked Prayer
2005 მიქსი In the MIX
2005 ადამი და ევა National Lampoon Adam & Eve
2007 სექსის შემდეგ After Sex
2008 ნუ ეხუმრებით ზოხანს You Don't Mess with the Zohan
2008 კადილაკ რეკორდსი Cadillac Records
2008 გაწვალებული Tortured
2009 წმინდა ჯონი ლას–ვეგასიდან Saint John of Las Vegas
2011 აგვისტოს 5 დღე 5 Days of August
2013 დაშლის მოკლე ისტორია A Short History of Decay
2013 ფორტ ბლისი Fort Bliss
2015 ანტურაჟი Entourage

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Philadelphia Inquirer Digital Edition
  2. 'In the Mix' with Emmanuelle Chriqui at Hollywood.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2012-06-29.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-28. ციტირების თარიღი: 2011-04-21.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2012-06-29.
  5. Who's News Blog
  6. Emmanuelle Chriqui Joins Showtime's The Borgias. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2010. ციტირების თარიღი: September 22, 2010.
  7. Barr, Jason. (March 8, 2011) Kevin Michael Richardson Discusses THUNDERCATS; Says Will Friedle Is Lion-O (UPDATED) Emmanuelle Chriqui is Voicing Cheetara. collider.com. ციტირების თარიღი: July 29, 2011.