ელჩინ ეფენდიევი
ელჩინ ილიას ოღლი ეფენდიევი (აზერ. Elçin İlyas oğlu Əfəndiyev; დ. 13 მაისი 1943) — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის ეროვნული მწერალი, მხატვარი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი[3][4], სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე.
ელჩინ ეფენდიევი | |
---|---|
სრული სახელი | ელჩინ ილიას ოღლი ეფენდიევი |
დაბადების თარიღი | 13 მაისი, 1943 |
დაბადების ადგილი | ბაქო, ასსსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი, პოლიტიკოსი, სცენარისტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პოეტი[1] და პუბლიცისტი[1] |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
ეროვნება | აზერბაიჯანი |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქ. ბაქოს N189-190 სკოლა |
ჟანრი | მოკლე რომანი, ნარკვევი და ნოველა |
ჯილდოები | ლენინური კომკავშირის პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი, დამოუკიდებლობის ორდენი, ღირსების ორდენი, დიდების ორდენი, People's Writer of Azerbaijan, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, Q25542958? და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი[2] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელჩინ ეფენდიევი დაიბადა 1943 წლის 13 მაისს ბაქოში. 1960 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1965 წელს დაამთავრა ბსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1968 წელს იგი გახდა კურსდამთავრებული ლიტერატურის თეორიის განხრით. ასევე გახდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „აზერბაიჯანის მხატვრული ლიტერატურის კრიტიკა პროზაში“, სადოქტორო — თემაზე „ისტორიის პრობლემები თანამედროვეობა ლიტერატურაში“.[5]
ოჯახი
რედაქტირებამამა — აზერბაიჯანის სახალხო მწერალი ილია ეფენდიევი. ნაუშაბ ეფენდიევას მუსიკოსი-თეორეტიკოსის მეუღლე. ჰყავს სამი ქალიშვილი: გიუნაი — ექიმი, უმაი — საერთაშორისო იურისტი, აისუ — ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ერთი შვილიშვილი.
შემოქმედება
რედაქტირება1959 წელს, როდესაც ელჩინი იყო 16 წლის გამოიცა მისი პირველი მოთხრობა გაზეთ „ახალგაზრდულ აზერბაიჯანში“. ელჩინის პირველი წიგნი „ათას ერთი ღამე“ გამოიცა 1965 წელს.[6]
ელჩინის წიგნები გამოქვეყნდა სხვადასხვა ქვეყნებში, თარგმნილია 20 ენებზე, მისი წიგნების გამოცემებმა მიაღწია 5 მილიონ წიგნს.[5] „ბალადადაშის პირველი სიყვარული“ რუსულ ენაზე მწერლის მიერ გამოცემული პირველი წიგნი იყო.
ელჩინის სცენარების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე მხატვრული და ერთი მულტიპლიკაციური ფილმი, „ბალადაშის პირველი სიყვარული“ (ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით გადაღებულია ფილმი „ცხოვრების გვერდები“, (1974), „ზურგში ჩარტყმა“ (1977), „დავბრუნდები“ (1980), „ვერცხლის ყუთი“ (1982), „ზაფხულის სეზონზე“ (1985), „იხილა უმაიმ სიზმარი“ (1985), მულტფილმი), „ღამე საზღვრის გარეშე“ (1989), „ნაციონალური ბომბი“ (2004), „იმპერატორის ბედი“ (2008).[7][8] ყველა თავის ნამუშევრებს ხელს აწერს „ელჩინი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელჩინ ეფენდიევი დაარქივებული 2010-07-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Czech National Authority Database
- ↑ https://president.az/ru/articles/view/59724
- ↑ Биография
- ↑ Низами Мамедов. Читая рассказы Эльчина
- ↑ 5.0 5.1 Народный писатель Азербайджана[მკვდარი ბმული]
- ↑ Когда он начал писать?
- ↑ Т В О Р Ч Е С Т В О
- ↑ КиноПоиск