ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელშან მანსუროვი (აზერ. Elşən Mansurov; დ. 30 დეკემბერი, 1962) — აზერბაიჯანელი მუსიკოსი, ქამანჩას შემსრულებელი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი (2020).

ელშან მანსუროვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1962(1962-12-30) (61 წლის)
დაბ. ადგილი სუმგაითი

ცხოვრება

რედაქტირება

ელშან მანსუროვი დაიბადა 1962 წლის 30 დეკემბერს ქალაქ სუმგაიტში. 2000 წლიდან კონსერვატორიაში ასწავლის ქამანჩას ხელოვნების საიდუმლოებებს. მანსუროვი სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

1986 წლიდან მუშაობდა მომღერალ ალიმ გასიმოვთან. იგი აზერბაიჯანული მუღამების პოპულარიზაციას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწეოდა.

2002 წლიდან არის ჰოლანდიაში მოღვაწე მსოფლიო ანსამბლის „ატლასის“ წევრი. 2004-2006 წლებში მან კონცერტები გამართა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში „აზერბაიჯანულ“ მუღამ ჯგუფთან ერთად. 2006 წლიდან მჭიდროდ არის ჩართული პროექტში „მარადიული მუღამი“. ის არის იუნესკოს შირვანშაჰების სასახლეში გამართული მუღამის კონცერტების კოორდინატორი. 2007 წელს მიენიჭა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის“ წოდება. 2020 წლის 30 დეკემბერს მას მიენიჭა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტის“ საპატიო წოდება აზერბაიჯანში ეროვნული მუსიკალური განათლების განვითარებისთვის გაწეული სამსახურისთვის.[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება