ელტონი (რუს. Эльтон) — მლაშე თვითმლექი ტბა კასპიისპირა დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილში, ვოლგოგრადის ოლქში. ფართობი 152-200 კმ² (დამოკიდებულია დონის მერყეობაზე). წყლის ზედაპირი ოკეანის დონეზე 14,7 მ-ით დაბლა მდებარეობს. ფსკერზე სუფრის მარილისა და გოგირდწყალბადის შემცველი მინერალური ტალახის სქელი ნალექი დაფარულია რაპით, რომლის სისქე გაზაფხულის წყალდიდობის დროს 1 მ აღწევს, შემოდგომისთვის კი 10-20 სმ და უფრო ნაკლებია.

ელტონი
ელტონი
ელტონი
კოორდინატები: 49°08′08″ ჩ. გ. 46°40′00″ ა. გ. / 49.13556° ჩ. გ. 46.66667° ა. გ. / 49.13556; 46.66667
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან - 14,7 
ფართობი 152-200 კმ²
საშუალო სიღრმე 0,05-0,07 
მაქსიმალური სიღრმე 1,5 
ელტონი — რუსეთი
ელტონი

ელტონს ერთვის მწარე-მლაშე პატარა მდინარეები (სულ 7 მდინარე); ფსკერზე ამოდის წყაროები. იღებენ მარილს (სავარაუდო მარაგი 3 მლრდ. ტ-ზე მეტი). ელტონის რაიონში მინერალური წყაროებია.

ტბის მახლობლად ამავე სახელწოდების კურორტია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება