ელკე ერბი (გერმ. Elke Erb; დ. 18 თებერვალი, 1938, შერბახ-აიფელი, ახლანდ. ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია, გერმანია, — გ. 22 იანვარი, 2024, ბერლინი) — გერმანელი მწერალი, მთარგმნელი.

ელკე ერბი (ლაიფციგი, 2014).

1949 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკაში. დაამთავრა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი გერმანისტიკის და სლავისტიკის მიმართულებით. 1965 წლიდან მუშაობდა გამომცემლობაში Mitteldeutscher Verlag. 1966 წლიდან მხოლოდ ლიტერატურით იყო დაკავებული. ძირითადად ცხოვრობდა ბერლინში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე ლექსების და მოთხრობების კრებული, მ. შ. „წაბლის ხეივანი“ (Kastanienallee, 1988; პეტერ ჰუხელის პრემია), რუსი, ინგლისელი, იტალიელი და სხვ. მწერლების ნაწარმოებების თარგმანები. გარდაიცვალა 2024 წელს.

ერბმა 1969 წელს ხანგრძლივად იმოგზაურა საქართველოში თავის მაშინდელ ქმართან, პოეტ ადოლფ ენდლერთან და პოეტ რაინერ კირშთან ერთად. საქართველოს თენაზე დაწერილი აქვს მინიატურები: „სულხან-საბა ორბელიანი და მისი დრო“ (თავდაპირველად დაერთო სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ გერმულ თარგმანს, 1973, მთარგმნელი ჰ. ფენრიხი), „პოეტის ქვეყანაში“ (1970–1974 წლებში დაწერილი ნარკვევები იოსებ გრიშაშვილისა და ძველი თბილისის შესახებ), „ჩვენი ყოფნა უცხო ქვეყანაში — საქართველოში“ (1974). ერბმა გამოსცა და ნარკვევიც დაურთო სიმონ ჩიქოვანის ლექსების „ჭადრების ორნამენტის“ გერმულ თარგმანს (1970).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება