ელის მანოლოვა (ბულგ. Элис Манолова) (დ. 17 იანვარი, 1996) — აზერბაიჯანელი-ბულგარელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. 2019 წელს, ნურ-სულთანში, ყაზახეთში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (65 კგ წონით კატეგორიაში).[1][2] არის ევროპის ჩემპიონატის ერთგზის გამარჯვებული და ორგზის ვერცხლის მედლის პრიზიორი. წარადგინა აზერბაიჯანი იაპონიაში, ტოკიოში გამართულ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[3]

ელის მანოლოვა
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Elis Filip qızı Manolova
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1996(1996-01-17) (28 წლის)
სიმაღლე 161
ქვეყანა აზერბაიჯანი და ბულგარეთი

კარიერა რედაქტირება

2015 წელს აზერბაიჯანში გადასვლამდე წარმოადგენდა ბულგარეთს რამდენიმე კადეტთა ტურნირზე. როგორც ერთ-ერთი უმაღლესი დონის შეჯიბრი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო იყო ქალთა თავისუფალ სტილში 69 კგ წონით კატეგორიაში 2015 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზი, რომელიც ლას-ვეგასში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა.[4] მანოლოვა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ყაზახ ელმირა სიზდიკოვასთან.[4] 2016 წელს მონაწილეობა მიიღო 2016 წლის ევროპის ჭიდაობის ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე, იმ იმედით რომ მოიპოვებდა ლიცენზიას რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[5] მან ვერ მოახერხა ოლიმპიურ თამაშებზე გასვლა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა უკრაინელ ალინა ბერეჟნასთან.[5]ერთი თვის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ოლიმპიურ შესარჩევ ეტაპზე, რომელიც სტამბოლში, თურქეთში გაიმართა. პირველ ეტაპზე მანოლოვა დამარცხდა პოლონელ მონიკა მიჩალიკთან.[6] მისმა მეტოქე მიჩალიკამა მოახერხა ოლიმპიურ თამაშებზე გასვლა და მოგვიანებით 63 კგ წონით კატეგორიაში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.[7]

2017 წელს მან მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ივან იარიგინის ოქროს გრან პრიზე, რომელიც გაიმართა კრასნოიარსკში, რუსეთში. რამდენიმე თვის შემდეგ, 2017 წლის მაისში, დამარცხდა ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში თავისუფალ სტილში 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 2017 წლის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართა სერბეთში, ნოვი სადში. იმავე თვეში, 2017 წლის ისლამური სოლიდარობის თამაშებზე, რომელიც გაიმართა ბაქოში, აზერბაიჯანში, მან მოიპოვა ოქროს მედალი 69 კგ წონით კატეგორიაში. ფინალში მან დაამარცხა ყაზახეთის ჟამილა ბაქბერგენოვა. მან ასევე იასპარეზა 2017 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდა პარიზში, საფრანგეთში.[8]

2018 წელს, დაღესტანში, რუსეთში, კასპიისკში გამართულ ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე 65 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი მოიპოვა.[9] 2019 წელს მანოლოვამ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვბება[10] შემდეგ წელს 2020 წელს, 65 კგ წონით კატეგორიაში რომში, იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.[11][12] ამავე წელს მოიგო ბრინჯაოს მედალი 65 კგ წონით კატეგორიაში, 2020 წლის ინდივიდუალურ ჭიდაობის თასზე, რომელიც ბელგრადში, სერბეთში გაიმართა.[13][14]

2021 წლის მარტში მონაწილეობა მიიღო ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბუდაპეშტში, უნგრეთში, იმ იმედით, რომ მიიღებდა იაპონიაში, ტოკიოში გასამართი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების ლიცენზიას.[15] მანოლოვოამ ტურნირზე პირველი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, ნახევარ-ფინალში ხანუმ ვალიევასთან წააგო.[15] 2021 წლის აპრილიში ვარშავაში, პოლონეთში გამართულ ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა 68 კგ წონით კატეგორიაში. დამარცხდა მეორე შეხვედრაში.[16] 2021 წლის მაისში მოახერხა გასულიყო ოლიმპიადის მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირზე, საიდანაც ჰქონდა შანსი წარედგინა აზერბაიჯანი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[17][18]

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა 68 კგ წონით კატეგორიაში. პირველ მატჩში დამარცხდა მომავალ ვერცხლის მედალოსან ნიგერიელ ბელსინგ ობორუდუდუსთან. ამის შემდეგ რეპეშაჟში დამარცხდა მომავალ ბრინჯაოს მედლის პრიზიორ ყირგიზ მერიმ ჟუმანაზაროვასთან.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Rowbottom, Mike (20 September 2019). „Tynybekova earns first-ever world wrestling gold for Kyrgyzstan“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 13 January 2020.
  2. 2019 World Wrestling Championships Results. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  3. 3.0 3.1 Wrestling Results Book. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 8 August 2021
  4. 4.0 4.1 2015 World Weightlifting Championships Results Book. ციტირების თარიღი: 30 May 2020
  5. 5.0 5.1 2016 European Wrestling Olympic Qualification Tournament Results Book. ციტირების თარიღი: 16 December 2020
  6. 2016 World Wrestling Olympic Qualification Tournament 2 Results Book. ციტირების თარიღი: 7 May 2021
  7. Pavitt, Michael (7 May 2016). „Stadnyk books Rio 2016 berth after success at UWW World Olympic Games Qualifying Tournament“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 8 May 2021.
  8. 2017 World Wrestling Championships. ციტირების თარიღი: 13 January 2020
  9. 2018 European Wrestling Championships Results. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  10. 2019 European Wrestling Championships Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  11. 2020 European Wrestling Championships Results. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  12. Etchells, Daniel (14 February 2020). „Hristova beats last year's gold medallist Manolova at European Wrestling Championships“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 14 February 2020.
  13. Shefferd, Neil (16 December 2020). „Russia claim team title on final day of women's action at UWW Individual World Cup“. InsideTheGames.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 December 2020. ციტირების თარიღი: 17 December 2020.
  14. 2020 Individual Wrestling World Cup Results Book. ციტირების თარიღი: 18 December 2020
  15. 15.0 15.1 2021 European Wrestling Olympic Qualification Tournament Results Book. ციტირების თარიღი: 24 March 2021
  16. 2021 European Wrestling Championships Results Book. ციტირების თარიღი: 25 April 2021
  17. Shefferd, Neil (7 May 2021). „Chumikova secures emotional win at UWW World Olympic Games qualifier“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 7 May 2021.
  18. 2021 World Wrestling Olympic Qualification Tournament Results Book. ციტირების თარიღი: 9 May 2021