ელის გი-ბლაშე
ელის აიდა ანტუანეტა გი-ბლაშე (დ. 1 ივლისი, 1873 — გ. 24 მარტი, 1968) — ფრანგი პიონერი კინორეჟისორი.[1] იგი იყო ერთ-ერთი პირველი რეჟისორი, რომელმაც შექმნა ნარატიული მხატვრული კინო[2] და ასევე პირველი ქალი რეჟისორი. 1896-1906 წლებში იგი სავარაუდოდ მსოფლიოში ერთადერთი ქალი კინორეჟისორი იყო.[3] გი ექსპერიმენტირებდა გომონის ქრონოფონის ხმის სინთეზირების სისტემით, ფერების ცვლილებით და სხვადასხვა სპეცეფექტებით.[4] აგრეთვე იგი სამსახიობო შემადგენლობაში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა ჩართვას ცდილობდა.[4]
ელის გი-ბლაშე | |
---|---|
ელის გი-ბლაშე 1913 წელს | |
მშობლიური სახელი | Alice Guy-Blaché |
დაბადების თარიღი |
1 ივლისი, 1873 სენტ-მანდე, ვალ-დე-მარნი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
24 მარტი, 1968 (94 წლის) ნიუ-ჯერსი, აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1894–1922 |
მეუღლე(ები) | ჰერბერტ ბლაშე (იქ. 1907; გან 1922) |
შვილ(ებ)ი | 2 |
იგი Solax Studios-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი იყო. 1912 წელს Solax-მა 100 ათასი დოლარი ჩადო ნიუ-ჯერსიში ახალი სტუდიის დაფუძნებაში, რომელიც ჰოლივუდის შექმნამდე ამერიკული კინოწარმოების ცენტრი იყო. ამავე წელს, გაიმ გადაიღო ფილმი „ბრიყვი და მისი ფული“. სავარაუდოდ, ეს პირველი ფილმი, რომლის სამსახიობო შემადგენლობაც მთლიანად აფრო-ამერიკელებითაა დაკომპლექტებული. ამჟამად ფილმი თავისი ისტორიული მნიშვნელობისა და ესთეტური ღირებულებების გამო ამერიკული კინოინსტიტუტის ფილმებისა და ვიდეოების შენახვის ეროვნულ ცენტრშია დაცული.[5]
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირება1865 წელს ელისის მამამ, ემილ გაიმ, რომელიც სანტიაგოსა და ვალპარაისოში წიგნების მაღაზიისა და გამომცემლობას ფლობდა, ცოლად შეირთო მარი კლოტილდა ფრანსელინა ობერტი. წყვილი პარიზში დაქორწინდა, რის შემდეგაც ისინი სანტიაგოში დაბრუნდნენ. 1873 წლის დასაწყისში, ისინი ალისას ოთხ უფროს დედმამიშვილთან ერთად სანტიაგოში ცხოვრობდნენ.
1872-1873 წლებში ჩილეში ჩუტყვავილას ეპიდემია მძვინვარებდა. ემილმა და მარიმ ბავშვები შვილები წაიყვანეს, სადაც ელისი დაიბადა. თავის ავტობიოგრაფიაში ელისი იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა დედამისი, თავისი მეხუთე შვილი „ჭეშმარიტ ფრანგად აღეზარდა.“ ალისას დაბადებიდან მალევე მამამისი ჩილეში დაბრუნდა და რამდენიმე თვეში მას დედამისიც მიჰყვა. ელისის აღზრდა შვეიცარიაში მცხოვრებ ბებიას დაეკისრა. 1877 წელს, როცა იგი ოთხი წლის იყო, დედამისი დაბრუნდა და შვილი სამშობლოში წაიყვანა.[6]
ექვსი წლის ასაკში ელისი მამამ საფრანგეთში წაიყვანა, რათა მას ქალაქ ვეირიერში იესოს ერთგული თანამგზავრების სკოლაში ესწავლა. რამდენიმე წელიწადში ემილი გაკოტრდა და ელისი და მისი და ფერნის მონასტერში გადაიყვანეს, შემდეგ კი პარიზში დააბრუნეს.
1891 წლის იანვარში ელისის მამა გაურკვეველი მიზეზებით გარდაიცვალა.[7] იმავე წლის მაისში დედამისმა მუშაობა დაიწყო, თუმცა ვერ შეძლო სამსახურის შენარჩუნება, რის შემდეგაც ალისამ საკუთარი თავისა და დედის სარჩენად ბეჭდვა და სტენოგრაფია ისწავლა. პირველი ადგილი, სადაც იგი მბეჭდავ-სტენოგრაფისტად დასაქმდა, საღებავების ქარხანა იყო. 1894 წლის მარტში მან დაიწყო მუშაობა კომპანიაში Comptoir général de la photographie, რომელსაც ფელიქს-მაქს რიჩარდი ფლობდა. მოგვიანებით კომპანიას სათავეში ლეონ გომონი ჩაუდგა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Excerpt from Ephemeral Podcast about three different La Fée aux Choux https://www.youtube.com/watch?v=UnYopp6VuzQ
- Ephemeral Podcast - Alice Guy https://www.ephemeral.show/episode/alice-guy დაარქივებული 2022-04-12 საიტზე Wayback Machine.
- Alice Guy Blaché, Lost Visionary of the Cinema
- ელის გი-ბლაშე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- „ელის გი-ბლაშე“ — უფასო გადმოწერა ხელმისაწვდომია Internet Archive-დან
- Books by Allison McMahan on Guy-Blaché and DVDs.
- Literature on Alice Guy-Blaché
- Lepage, Marquise. (1995)The Lost Garden: The Life and Cinema of Alice Guy-Blaché. National Film Board of Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-08. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
- The Lost Garden: The Life and Cinema of Alice Guy-Blaché (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-03. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
- McMahan, Alison. (2019) Key Events in the Life and Legacy of Alice Guy Blaché.
- The films of Alice Guy-Blaché, Hell Is For Hyphenates
- Alice Guy; at kinotv(kinotv)
- Alice Guy Blaché (April 14, 2014).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Overlooked No More: Alice Guy Blaché, the World’s First Female Filmmaker“. The New York Times (ინგლისური). 2019-09-06. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-05-19.
- ↑ Alice Guy-Blaché. A&E Television Networks. ციტირების თარიღი: February 25, 2018
- ↑ Alice Guy-Blaché. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2019. ციტირების თარიღი: February 25, 2018
- ↑ 4.0 4.1 Weitzman, Elizabeth (April 26, 2019). „A Century Late, a Giant of Early Cinema Gets Her Closeup“. The New York Times. ციტირების თარიღი: April 29, 2019.
- ↑ AFI FEST. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2019. ციტირების თარიღი: February 25, 2018
- ↑ Guy-Blaché 1996, p. 3.
- ↑ Archives de Paris, Décès 6e arr. 5 Janvier 1891 V4E5962