ელიოზ ბეკოითი
ელიოზ დავითის ძე ბეკოითი (ბეკოევი) (დ. 3 ივლისი, 1909, სოფ. გერი, ახლანდ. ერედვის მუნიციპალიტეტი — გ. 3 იანვარი, 1970, ცხინვალი) — ოსი მწერალი. 1929 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა „ახალი სოფელი“. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ტრილოგია „ფატიმა“ (1947, 1949, 1959), რომანები „მოსიარულე განძი“ (1960) და „ფიქრების ფრთებზე“). ოსურ ენაზე თარგმნა ალექსანდრე ყაზბეგის, კონსტანტინე ლორთქიფანიძის, ალექსანდრე ქუთათელისა და სხვათა თხზულებები. ქართულ ენაზე მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია „ოსური პროზის ანთოლოგიაში“ (1957), კრებულებში „თეთრი მწვერვალები“ (1962) და „საოცარი ხაბიზგინა“ (1969).[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბესთაუთი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 393.