ელიზბარ გოგიტიძე
ელიზბარ შაბანის ძე გოგიტიძე (დ. 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი), 1907, ქობულეთი, — გ. 1997, ოდესა) — ქართველი მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1931 წელს დაამთავრა ოდესის საზღვაო სასწავლებელი, შემდგომ კი ლოიდის (Lloyd) საზღვაო სასწავლებელი (დიდი ბრიტანეთი). 1931–35 წლებში მუშაობდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე კაპიტნის თანაშემწედ, კაპიტნად. II მსოფლიო ომის დროს გადაჰქონდა ტვირთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საბჭოთ კავშირის ნავსადგურებში. ტრანსატლანტიკურ საერთაშორისო საზღვაო სივრცეში, პირველი კაპიტანი იყო საბჭოთა კავშირიდან, რომელსაც უფლება ჰქონდა ლოცმანის გარეშე შესულიყო მსოფლიოს ნებისმიერ საზღვაო ნავსადგურში. იყო გემების „როსიის“, „ლატვიისა“ და „შოთა რუსთაველის“ კაპიტანი, ხოლო 1988 წლიდან – კაპიტან-დამრიგებელი შავი ზღვის ფლოტში. 1960 წელს რეჟისორმა რამაზ ჭიაურელმა მასზე შექმნა დოკუმენტური ფილმი „კაპიტანი გოგიტიძე“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარათაშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 62-63.