ელიგუმ ლიპარიტის ძე ორბელი
ელიგუმ ლიპარიტის ძე ორბელი († დაახლოებით 1243), XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე. ორბელთა აჯანყების შემდეგ საქართველოდან გადახვეწილ ორბელების შთამომავალი. შვილი იმ ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელისა, რომელიც თამარის დროს დააბრუნეს სამშობლოში. საქართველოს ხელისუფალთაგან პირველი დაემორჩილა მონღოლებს, რის სანაცვლოდ მიიღო ვაიოცძორი და ეღეგიქის ნაწილი. მონღოლთა ამ წყალობას, რაც მეზობელი მთავრების ხარჯზე მოხდა, მტრობა მოჰყვა ავაგ მხარგრძელისა და ელიგუმ ორბელის სახლებს შორის. ელიგუმი გარდაიცვალა ავადმყოფობით მარტირიპოლის ალყაში მონაწილეობისას. ორბელთა საგვარეულო გადმოცემით, ელიგუმი ავაგმა მოაწამვლინა მკურნალს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., ეპიზოდი ფეოდალურ საგვარეულოთა სამამულო ბრძოლიდან XIII საუკუნის საქართველოში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
- მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 554, თბ., 1984