ელია დიაკონი
ელია დიაკონი — VI საუკუნის ქრისტიანი ბერი, ერთ-ერთი ასურელი მამა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღეა 4 (17) იანვარი (ღირს ევაგრესთან და სხვებთან ერთად).
ელია იყო იოანე ზედაზნელის უახლოესი მოწაფე, ქართლში ანტიოქიიდან მოვიდა და იოანესთან ერთად ზედაზნის მთაზე ცხოვრობდა. გარდაიცვალა იქვე. ასურელ მამათა ცხოვრების მიხედვით ელიას იოანესთვის ყოველდღიურად მდინარიდან წყალი ამოჰქონდა, მისი თანამსახური კი იყო დათვი, რომელიც იოანეს ლოცვით მოშინაურდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955.
- ღირსნი მამანი : ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი (VI ს.) // ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი / შემდგ.: დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე, მანანა ბუკია და მაკა ბულია; რედ.: ავთანდილ მიქაბერიძე. - თბ.; ათენი, 2003. - გვ.15.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 641.