ელზა სუარესი
ელზა და კონსეისაო სუარესი (ბრაზ.-პორტ. Elza da Conceição Soares; დ. 23 ივნისი, 1937, რიო-დე-ჟანეირო — გ. 20 იანვარი, 2022 იქვე) — სამბას სტილის ბრაზილიელი მომღერალი, ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც „სამბას დედოფალი“.
ელზა სუარესი | |
---|---|
ელზა სუარესი 2010 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 23 ივნისი, 1937 |
დაბ. ადგილი | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
გარდ. თარიღი | 20 იანვარი, 2022 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | რიო-დე-ჟანეირო[1] |
ეროვნება | African Brazilians[2] |
ჟანრ(ებ)ი | სამბა, ბოსა-ნოვა |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალისტი |
აქტიური | 1950-დან — დღემდე |
ხელმოწერა | |
საიტი | elzasoares.com.br |
ელზა სუარესი ვიკისაწყობში |
დაიბადა 1937 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ფაველაში. 16 წლისამ მოიგო მუსიკალური კონკურსი. რამდენიმე წლის განმავლობაში გამოდიოდა კრუნერად ჰოაკიმ ჰელის ჯგუფში, შემდეგ მოგზაურობდა სხვა მუსიკოსებთან ერთად. მისი პირველი ჰიტი გახდა „Se Acaso Você Chegasse“ (1959), შემდეგ წელს ჩაწერა ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი.
1962 წელს გაემგზავრა ჩილეში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე ბრაზილიის ნაკრების მხარდასაჭერად, სადაც ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო გარინჩა. როდესაც გარინჩა მეუღლეს გაშორდა, მან და ელზამ იქორწინეს. მოგვიანებით შეეძინათ ვაჟი — მანუელ დოს სანტოს გარინჩა ჟუნიორი, რომელიც 10 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 1977 წელს ელზა და გარინჩა ერთმანეთს დაშორდნენ. ელზას კარიერული აღმასვლა 1950-იან წლებში დაიწყო, პიკი 1960-იან წლებში იყო, როდესაც მან რამდენიმე ჰიტი და წარმატებული ალბომი გამოუშვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- José Louzeiro, Elza Soares: Cantando para não enlouquecer, São Paulo: Editora Globo, 1997, ISBN 85-250-2415-5.