ელექტრონული კომერცია
ელექტრონული კომერცია ცნობილია, როგორც ელ. კომერცია (e-commerce) — ინდუსტრიის ტიპი, სადაც პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა და გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, როგორებიცაა ინტერნეტი და სხვა კომპიუტერული ქსელები. ელექტრონული კომერცია დაფუძნებულია მობილურ კომერციაზე, საშუალებების ელექტრონულ გადაცემაზე, ჯაჭვური მენეჯმენტის უზრუნველყოფაზე, ინტერნეტ მარკეტინგზე, ტრანზაქციის ონლაინ პროცესებზე, ელექტრონული მონაცემების გაცვლაზე (EDI), ინვენტარის მენეჯმენტის სისტემებზე. თანამედროვე ელექტრონული კომერცია ჩვეულებრივ იყენებს მსოფლიო აბლაბუდას (World Wide Web)[1] ყველაზე მცირე შეთანხმების ციკლის ერთ სტადიაზე, თუმცა მან შეიძლება მოიცვას უფრო ფართო ტექნოლოგიების სპექტრი, როგორებიცაა: ელ.ფოსტა, მობილური მოწყობილობები, სოციალური მედია და აგრეთვე ტელეფონები.
ელექტრონული კომერცია, როგორც წესი ითვლება ელექტრონული ბიზნესის ასპექტების გაყიდვათ. ის ასევე მოიცავს მონაცემების გაცვლას, რომლებიც აადვილებენ ბიზნესის ტრანზაქციების ფინანსებისა და გადახდის ასპექტებს. ეს არის ეფექტიანი და კომუნიკაციის პროფიტაბელური გზა ბიზნეს ორგანიზაციებს შორის და ყველაზე ხელსაყრელია ამ გზით ბიზნესის წარმართვა.[2]
ელექტრონული კომერცია შესაძლებელია დაიყოს:[3]
- ელექტრო კატალოგებად ანუ „ვირტუალურ თაროებად“, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდებზე ონლაინ კატალოგების სახით, ხშირად გვევლინება ელ.ფოსტებზე ფოსტის სახით;
- ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა საიტებზე ან სხვადასხვა ვირტუალურ ბაზრობებზე;
- დემოგრაფიული მონაცემების შეკრება და გამოყენება სოციალური მედიისა და კონტაქტების გამოყენებით;
- ელექტრონული მონაცემების გაცვლა (EDI), ბიზნესის ბიზნესზე (B2B) მონაცემების გაცვლა;
- ელ.ფოსტისა და ფაქსის გამოყენება, როგორც მასობრივი მედიის საშუალებისა, რათა მიღწეულ იქნეს სასარგებლო და პერსპექტიული ურთიერთობები კლიენტებთან (მაგალითად, Newsletters);
- ბიზნეს ოპერაციების (ტრანზაქციების უსაფრთხოება).
ელექტრონული კომერციის ტიპები
რედაქტირებაელექტრონული კომერციის ძირითადად განსხვავებული ტიპებია:
ბიზნესი ბიზნესზე (B2B):
რედაქტირებაბიზნესის ელექტრონული კომპანია მარტივად განიმარტება, რაც კომპანიებს შორის ბიზნესს გულისხმობს. ეს არის ელექტრონული კომერციის ტიპი, რომელიც ბიზნეს კომპანიებს შორის ურთიერთობებითა და საქმიანობებით გამოისახება. ელექტრონული კომერციის დაახლოებით 80 % ამ ტიპისაა და უმრავლესობა ექსპერტებისა თვლის, რომ ეს ტიპი უფრო და უფრო სწრაფად გაიზრდება ვიდრე „ბიზნესი მომხმარებლისათვის“ (B2C) სეგმენტი. B2B – ს გააჩნია ორი ძირითადი კომპონენტი: ელექტრონული ინფრასტრუქტურა (e-infrastructure) და ელექტრონული ბაზარი (e-markets).[4]
ბიზნესი მომხმარებლებისათვის (B2C):
რედაქტირება„ბიზნესი მომხმარებლებისათვის“ (B2C) ელექტრონული კომერცია ანუ სავაჭრო ურთიერთობები ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის, მოიცავს კლიენტებზე ინფორმაციის შეგროვებას; ფიზიკური საქონლით ვაჭრობას (უფრო ზუსტად, მატერიალური ღირებულებით, როგორიცაა წიგნი და სხვა მოხმარებადი საქონელი) ან საინფორმაციო საქონელი (ელექტრონული ან ციფრული მატერიალების შემცველი საქონელი, როგორიცაა: Software, e-books) და ასევე საინფორმაციო საქონელისთვის მიღებულ პროდუქტებს ელექტრონული ქსელის მეშვეობით. ეს არის სიდიდით მეორე და უმარტივესი კომერციის ფორმა ელექტრონულ კომერციაში.
ბიზნესი მთავრობაზე (B2G):
რედაქტირება„ბიზნესი მთავრობაზე“ ელექტრონული კომერცია ანუ B2G ზოგადად აღნიშნავს კომერციის ფორმას კომპანიასა და საჯარო სექტორს შორის. ეს მოიცავს ინტერნეტის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვებს, სალიცენზიო პროცედურებს და სხვა მთავრობასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ამ ტიპის ელექტრონულ კომერციას ორი მახასიათებელი აქვს: პირველი, საჯარო სექტორი თავის თავზე იღებს პილოტის/წამყვანის როლს ელექტრონული კომერციის დაფუძნებაში; მეორე, მიიჩნევა, რომ სახელმწიფო სექტორს გააჩნია უდიდესი საჭიროება ელექტრონული შესყიდვების სისტემის უფრო ეფექტურობის მისაღწევად. ვებ გვერდებზე დაფუძნებული სავაჭრო პოლიტიკა ზრდის ამ პროცესების უზრუნველყოფის გამჭირვალობას (და დარღვევების რისკს მკვეთრად ამცირებს). დღესდღეობით, თავის მხრივ ამ ტიპის კომერციის წილი ელექტრონული კომერციის მთელ სექტორში ძალზედ მცირე და უმნიშვნელოა, ამრიგად, სახელმწიფოს ელექტრონული შესყიდვების სისტემა კვლავ განუვითარებელი რჩება.
მომხმარებელი მომხმარებელზე (C2C):
რედაქტირება"მომხმარებელი მომხმარებელზე" ელექტრონული კომერცია ანუ მარტივად C2C არის სავაჭრო ურთიერთობები კერძო ინდივიდებს ანუ მომხმარებლებს შორის. ამ ტიპის ელექტრონული კომერცია ხასიათდება ელექტრონული ბაზრებისა და ონლაინ აუქციონების რაოდენობის ზრდით, განსაკუთრებით ინდუსტრიის ვერტიკალურ არეალში, სადაც ბიზნესებსა და ფირმებს შეუძლიათ ფასის შეთავაზება თავისი სურვილის შესაბამისად მრავალ მომწოდებელს შორის. ამას შესაძლოა გააჩნია უდიდესი პოტენციალი ახალი ბაზრების განვითარებისა.
მობილური კომერცია (m-commerce):
რედაქტირებამობილური კომერცია (m-commerce) არის საქონლისა და მომსახურების ყიდვა/გაყიდვა უკაბელო (wireless) ტექნოლოგიების მეშვეობით.[5] მაგალითად პორტატული მოწყობილობები, როგორიცაა ფიჭური ტელეფონები, პერსონალური ციფრული დამხმარეები (PDAs). იაპონია მიჩნეულია კომერციის ამ სექტორის ლიდერ ქვეყანად. შინაარსის მიწოდება უკაბელო მოწყობილობებით უფრო სწრაფი, უსაფრთხო და მასშტაბური ხდება. ბევრს სწამთ, რომ მობილური კომერცია გადააჭარბებს კაბელით დამყარებულ ელექტრონულ კომერციას, როგორც ციფრული სავაჭრო ოპერაციების არჩევის მეთოდი. ეს რწმენა შესაძლოა სამართლიანი იყოს აზია – წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, სადაც უფრო მობილური კომერციის მომხმარებლები არიან, ვიდრე ინტერნეტის მომხმარებლები.[6]
სამთავრობო რეგულაციები
რედაქტირებაამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი ელექტრონული კომერციის საქმიანობა რეგულირებულია ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ. ეს რეგულაციები მოიცავს კომერციული ელ. ფოსტის გამოყენებას, ონლაინ რეკლამასა და მომხმარებელთა უფლებებს. „CAN-SPAM Act of 2003“ აფუძნებს პირდაპირი მარკეტინგის სტანდარტებს ელ.ფოსტის მეშვეობით. ფედერალური სავაჭრო კომისიის აქტი არეგულირებს რეკლამის ყველანაირ ფორმას, მათ შორის ონლაინ რეკლამასაც, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და არ შეიცავდეს სიყალბეს.[7]
არსებობს „საერთაშორისო მომხმარებელთა დაცვისა და ზემოქმედების კავშირი“ (ICPEN), რომელიც დაფუძნდა 1991 წელს, რომლის მიზანიც არის იპოვოს თანამშრომლობის გზები მომხმარებელთა პრობლემების ბრძოლასთან საქონლისა და მომსახურების ტრანზაქციების საზღვების გადაკვეთის, დაეხმაროს ინფორმაციის გაცვლაში მონაწილე მხარეებს, რითიც დაარწმუნებს თითოეულ მხარეს სარგებლის მიღებაში.[8]
ასევე არსებობს აზიის – წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა (APEC), რომელიც 1989 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია სტაბილურობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური წარმატების მიღწევა რეგიონში ეკონომიკური ინვესტირებისა და ღია ბაზრის მეშვეობით. აზიის – წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობას გააჩნია ელექტრონული ვაჭრობის დეპარტამენტი, რომელიც არეგულირებს ვაჭრობას მასში შემავალ ზონაში.
ავსტრალიაში ელექტრონული ვაჭრობა კონტროლდება ავსტრალის ფინანსტა სამინისტროს ელექტრონული განყოფილების მიერ. „ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიის“ მიერ რეგულირდება ელექტრონული კომერცია, რომელიც იძლევა სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ უნდა აწარმოო ბიზნესი ონლაინში, ასევე სთავაზობს სპეციფიკურ რჩევებს იმ შემთხვევისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედო ბიზნესის დაღმასვლისას.
ფორმები
რედაქტირებათანამედროვე ელექტრონული კომერცია მოიცავს ყველაფერს „ციფრული“ კომერციიდან ინტერნეტის სწრაფ შეკვეთამდე, ჩვეულებრივ საქონელსა და მომსახურებას, ასევე „მეტა“ მომსახურებებს, რომლებიც გაადვილებენ სხვა ტიპის ელექტრონულ კომერციას.[9]
ინსტიტუციონალურ დონეზე, დიდი კორპორაციები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ ინტერნეტს ფინანსური მონაცემების გაცვლისა და საშინაო და საერთაშორისო ბიზნესის გამარტივებისათვის. მონაცემთა ერთიანობა და უსაფრთხოება არის ყველაზე მწვავე პრობლემა ელექტრონული ვაჭრობისა. ტრადიციული ელექტრონული კომერციის გამოკლებით, მობილური კომერცია ისევე როგორც წარმოქმნილი ტაბლეტ – კომერცია (t-commerce) არხები ხშირად განხილულია, როგორც მიმდინარე 2013 წლის პოსტერული ბავშვები ელექტრონული ინტერნეტ კომერციისა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მსოფლიოს აბლაბუდა
- ↑ კომერცია და მარკეტინგი
- ↑ ელექტრონული კომერციის (e-commerce) განვითარება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-15. ციტირების თარიღი: 2013-12-23.
- ↑ სოციალური მედიის გავლენა B2B – ზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 2021-01-21.
- ↑ მობილური კომერციის წარმატება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-15. ციტირების თარიღი: 2013-12-23.
- ↑ მობილური კომერციის 10 კამპანია
- ↑ ელექტრონული კომერციის სამთავრობო რეგულაციები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-02. ციტირების თარიღი: 2013-12-23.
- ↑ გლობალური ელექტრონული კომერციის რეგულაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-25. ციტირების თარიღი: 2013-12-23.
- ↑ ელექტრონული კომერციის ფორმები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-18. ციტირების თარიღი: 2013-12-23.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელექტრონული კომერციის არსი
- 7 გზა მობილური კომერციის რომელიც გაზრდის ვაჭრობას დაარქივებული 2013-09-15 საიტზე Wayback Machine.
- ელექტრონული კომერციის სამყარო დაარქივებული 2014-02-08 საიტზე Wayback Machine.
- ელექტრონული კომერციის განვითარება დაარქივებული 2014-01-15 საიტზე Wayback Machine.
- B2B - ის ინტეგრაცია დაარქივებული 2013-12-04 საიტზე Wayback Machine.
- 3 გზა newsletters ელ ფოსტებისა ელექტრონული კომერციის მაღაზიებისათვის დაარქივებული 2014-02-25 საიტზე Wayback Machine.
- B2C - ის განმარტება
- ელექტრონული კომერცია და ელექტრონული ბიზნესი wikibooks - ზე