ელეონორა კაკაურიძე
ელეონორა კაკაურიძე (დ. 1925, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1949–1953 წლებში მუშაობდა ტებერდის №1 სანატორიუმში ფტიზიატრად. 1953 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძისა სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანად. ავტორია 50–მდე სამეცნიერო ნაშრომისა პროფესიული პათოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, პროფპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ფენოლით ქრონიკული ინტოქსიკაციის საკითხისათვის.“
ჯილდოები
რედაქტირება- 1963 - ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 134