ელენთის წმინდა გიორგის ეკლესია
ელენთის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია შიდა ქართლში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის სამხრეთით, მდინარე სკრის ხეობის ბოლოში. თარიღდება XVIII საუკუნის ბოლოთი და XIX საუკუნის დასაწყისით.
ეკლესია დარბაზულია (6,6 X 5,25 მ), ნაგებია მცირე ზომის ქვებით. შენობის კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, არ არის შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის კუთხე. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს, სარკმლები - აღმოსავლეთით და დასავლეთით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.