ელენე ობოლაშვილი (დ. 1924, ბოდბისხევი — გ. 2005) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი.

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

მისი კვლევის ძირითადი საკითხებია: დრეკადობის მათემატიკური თეორია, მათემატიკური ფიზიკა, გარსთა თეორია, ანალიზური ფუნქციის განზოგადება. მან მრავალგანზომილებიან ევკლიდეს სივრცეში ააგო ფურიეს გარდაქმნები ლებეგის აზრით ინტეგრირებად ფუნქციისათვის. მის მონოგრაფიებში ფურიეს მეთოდი გამოყენებულია დრეკადი სხეულის სტატიკის, რხევისა და დინამიკის შემთხვევისათვის. აგებული აქვს დრეკადობის თეორიის სხვადასხვა ამოცანის ფუნდამენტური ამოხსნა, როგორც სტატიკურ, ისე, დინამიკურ შემთხვევაში. მას ეკუთვნის მთელი ციკლი გამოკვლევებისა მრავალგანზომილებიან სივრცეში განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციებსა და დრეკადი სხეულის ზედაპირის დაძაბული და დეფორმირებული მდგომარეობის საკითხებზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1959).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება