ელენა სატინი-სხირტლაძე (დ. 24 ნოემბერი, 1987, თბილისი) ― ქართველი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. დაიბადა თბილისში, მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა საშუალო და მუსიკალური სკოლები.

ელენა სატინი
დაბადების სახელი ელენა სხირტლაძე
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1987 (1987-11-24) (37 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობიდან ვოკალით იყო გატაცებული, ასევე პროფესიონალურად ეუფლებოდა ფორტეპიანოს. მონაწილეობდა საესტრადო-სპორტული ცეკვის კოლექტივში „იმპერიალი". საკონცერტო კარიერა 6 წლისამ დაიწყო. ამავე ასაკში მოხვდა მაშინდელ პოპულარულ საბავშვო რუსულ პროექტში „უტრენნაია ზვეზდა“ . 11 წლისამ უკვე აქტიურად დადიოდა გასტროლებზე, როგორც მოცეკვავე. 9 წლიდან კი კინოშიც თამაშობს. ამ ასაკში ის საერთაშორისო ფილმების ფესტივალ „კინოტავრის“ ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც იყო.

მოგვიანებით დედასთან – მწერალ მარინა სილაგაძესთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქვე დაამთავრა პროფესიონალური სამსახიობო სკოლა, ასევე გაიარა სამსახიობო კურსები დიდ ბრიტანეთსა და მოსკოვში. ამის შემდეგ ლოს-ანჯელესში მოხვდა, სადაც 2003 წელს ითამაშა პირველ ფილმში, სერიალში „დეტექტივი რაში“ . დღემდე შვიდ კინოფილმში, ასევე რამდენიმე სერიალსა და თეატრალურ დადგმაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის არის მიუზიკლი „ჩიკაგო“ , სადაც მისი მუსიკალური მონაცემები შესანიშნავად გამოჩნდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება