ელენა კორნარო პისკოპია

ელენა ლუკრეცია კორნარო პისკოპია (იტალ. Elena Lucrezia Cornaro Piscopia; 5 ივნისი, 1646 - 26 ივლისი, 1684), იტალიელი მათემატიკოსი, პირველი ქალი რომელმაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

ელენა კორნარო პისკოპია

დაიბადა ვენეციაში. მამამისი ჯოვანი ბატისტა კორნარო სან–მარკოს პროკურატორი იყო. შვიდი წლის ასაკში ელენამ ლათინურისა და ბერძნული სწავლა დაიწყო წარჩინებულ მასწავლებელთა მეთვალყურეობით. მცირე ხანში ასევე დაეუფლა ივრითს, ესპანურს, ფრანგულსა და არაბულს, რის გამოც მიენიჭა ტიტული Oraculum Septilingue. მოგვიანებით იწყებს მათემატიკის, ფილოსოფიის და თეოლოგიის შესწავლას. 1665 წელს მამამისის სურვილით პადუის უნივერსიტეტში შევიდა, რომელიც ბრწყინვალედ დაასრულა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით. ხარისხი მიენიჭა 1678 წლის 25 ივნისს პადუის საკათედრო ტაძარში მრავალი წარჩინებული პირის თანდასწრებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება