ელდარ დავითის ძე გუგავა (დ. 25 ნოემბერი, 1943, ცაგერი — გ. 30 მაისი, 2020, თბილისი) — ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994).

1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მუშაობდა იქვე ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის ასისტენტად, დოცენტად (1978-1985), ბოტანიკის კათედრის გამგედ (1985-2006). 2006 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორი. ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2006).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გუგავა ე., მცენარეთა ეკოლოგია, თბ., 2003;
  • გუგავა ე., სამკურნალო მცენარეთა მოყვანა, თბ., 2005;
  • გუგავა ე., ბოტანიკა, თბ., 2010.

ლიტერატურა

რედაქტირება