ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელგუჯა ქუთელია (დ. 7 დეკემბერი, 1941, ბანძა) — ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1964-1970 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1967-1970 წლებში იყო ბარდინის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1973-1976 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი. 1977-1987 წლებში ამავე ინსტიტუტის ელექტრონული მიკროსკოპიის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, 1987-1999 წლებში ინსტიტუტის სტრუქტურული კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, 1993 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური მასალათამცოდნეობის კათედრის გამგე. ავტორია 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის, 35-ზე მეტი პატენტის. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ბოლო 10 წლის მანძილზე შესრულდა 10 საერთაშორისო საგრანტო პროექტი.[1]

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
  • 2000 წელს რუსულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიისათვის - "ავტომობილების ხანგამძლეობის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის ზეთების დამუშავებითა და გამოყენებით"
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
  • ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • 1986 - მედალი „შრომითი მამაცობისთვის“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში თბ., 2012 გვ. 200
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. გვ. 301

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელგუჯა_ქუთელია“-დან