ეკონომიზმი
ეკონომიზმი — მიმდინარეობა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. მისი ლიდერები იყვნენ ს. პროკოპოვიჩი, ე. კუსკოვა, ა. მარტინოვი, ვ. კრიჩევსკი და სხვები. ჰქონდათ ბეჭდვითი ორგანოები. უარყოფდნენ მუშათა მოძრაობაში მარქსიზმის რვევოლუციური თეორიის და მუშათა კლასის ჰეგემონიის როლს. მოუწოდებდნენ მუშებს, დაკმაყოფილებულიყვნენ ეკონომიკური მოთხოვნებით: ხელფასების ზრდა, სამუშაო დღის შემცირება, შრომის პირობების გაუმჯობესება და სხვა. მიაჩნდათ, რომ ბრძოლა მხოლოდ ლიბერალური ბურჟუაზიის საქმე იყო, უარყოფდნენ მუშათა კლასის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობას. მათი აზრით მუშათა მოძრაობის დევიზი უნდა ყოფილიყო მუშათა ეკონომიკური მგდომარეობის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა, კაპიტალთან ბრძოლა. ეკონომიკური პირობებისთვის ბრძოლის წინა პლანზე დაყენება გადაიქცა იმის საფუძვვლად, რომ მიმდინარებამ მიიღო სახელწოდება ეკონომიზმი. თავიანთი შეხედულებანი ჩამოაყალიბეს დოკუმენტში, რომელსაც უწოდეს „კრედო“ (ავტორები კუსკოვა და პროკოპოვიჩი). ეკონომიზმს უპირისპირდებოდა ლენინი მის ნამუშევრებში „რუსეთის სოციალ-დემოკრატების პროტესტი“ (1899) და „რა ვაკეთოთ“
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 71-72.