ეკლესია ღმერთის საელჩო

ეკლესია ღმერთის საელჩოპროტესტანტული მიმართულების ეკლესია. დააარსა 1994 წელს პასტორმა სანდი ადელაჯამ. დაარსებიდან 15 წლის განმავლობაში „ღმერთის საელჩო“ გადაიქცა ყველაზე მსხვილ ქარიზმატულ ეკლესიად ევროპაში. მათ 45 ქვეყანაში 600-ზე მეტი ეკლესია გახსნეს. ამ ეკლესიის სამი ათას ლიდერზე მეტი მსახურობს კიევში. „ღმერთის საელჩოს“ ცენტრალურ ტაძარში ყოველთვიურად ათასობით ადმაიანი დადის. უშუალოდ სანდი ადელაჯა 25000-წევრიან ეკლესიას ხელმძღვანელობს. ეკლესია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 200-მდე სამრევლოს აერთიანებს. ის წარმოდგენილია ასევე ისრაელში, ინდოეთსა და აშშ-ში.

1994 წლის 6 თებერვალს კიევის ერთ-ერთ ბინაში 7 ადამიანი შეირკიბა. ისინი იყვნენ ეკლესია „რწმენის სიტყვის“ დამფუძნებლები. 12 სექტემბერს ეკლესიამ ოფიციალურად გაიარა რეგისტრაცია. ათი წლის შემდეგ ეკლესიამ 20 000 წევრი შეიძინა. ამ ეკლესიის მრევლის რწმენით, სანდი ადელაჯა არის ადამიანი, რომელიც ღმერთა გამოარჩია მქადაგებლად. სანდი ადელაჯა დაიბადა ნიგერიაში და აღმოსავლეთ ევროპაში ჩავიდა ჟურნალისტიკის სასწავლებლად. მან ცხრა თვეში ისწავლა რუსული ენა და დაიწყო ქადაგება ამ ენაზე. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ნარინჯისფერი რევოლუციისდ როს.

მოძღვრება და მსახურება

რედაქტირება

ეკლესია აღიარებს სამებას, სწამს ქრისტეს განკაცება სამყაროს გადარჩენისთვის. ეკლესიის ყოველი წევრი იღებს ვალდებულებას, იქადაგოს ქრისტიანობა.

ეკლესიას სხვადასხვა ქალაქში გახსნილი აქვს უფასო სასადილოების ქსელი „სტეფანიას სამზარეულო“, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრები, უსახლკაროთა და ბავშვთა თავშესაფრები.

„ღმერთის საელჩო“ საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში ეკლესია „ღმერთის საელჩო“ დაფუძნდა 1994 წელს სახელწოდებით „გამარჯვება“, ხოლო „ღმერთის საელჩო“ ეწოდა 2004 წლიდან. მას ჰყავს ერთი პასტორი და 50-მდე წევრი. ეკლესია წარმოდგენილია მხოლოდ თბილისში, სადაც მოქმედებს ერთი ტაძარი. 1999 და 2005 წლებში ეკლესია ფუნდამენტალისტურად განწყობილი ადამიანების თავდასხმის ობიექტი გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება