ეკატერინე ფახიროვა

ეკატერინე ფახირიდუ (ბერძ. Αικατερίνη Φαχιρίδου, თავდაპირველად ატარებდა გვარს — ფახიროვა, დ. 10 აპრილი, 1964, ქუთაისი) — ბერძენი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის (1999 წელი), საქართველოს ჩემპიონი (1982 წელი), საბერძნეთის სამგზის ჩემპიონი (1995, 2003, 2005 წლებში). თავდაპირველად ცხოვრობდა საქართველოში, მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა საბერძნეთში. წარმოადგენდა საბერძნეთს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებსა და სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე.

ეკატერინე ფახირიდუ

ლიტერატურა რედაქტირება

  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995.