ეკატერინე ნაფეტვარიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაფეტვარიძე.

ეკატერინე ნაფეტვარიძე (დ. 18 ნოემბერი, 1892 — გ. 11 იანვარი, 1965) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1947). მუშაობდა სინოპტიკურ-კლიმატოლოგიური მიმართულებით.[1]

ეკატერინე ნაფეტვარიძე
დაბ. თარიღი 18 ნოემბერი, 1892(1892-11-18)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 11 იანვარი, 1965(1965-01-11) (72 წლის)
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ბესტუჟევის კურსები
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეკატერინე ნაფეტვარიძემ დაამთავრა ქალაქ პეტერბურგის ბესტუჟევის ქალთა უმაღლესი კურსების ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1916 წელს.[2]

მუშაობა დაიწყო თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში; 1930 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს ამინდის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1936 წლიდან მუშაობდა ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილებაში. სხვა მკვლევარებთან ერთად, მან შეისწავლა ამიერკავკასიაში მიმდინარე ცირკულაციური პროცესების თავისებურებანი.[2]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1947 წელს თემაზე: „ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მისი კლიმატური ფაქტორი“. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ჰავის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის დახასიათება, ახსნილია მისი როლი საქართველოს კლიმატური პირობების ჩამოყალიბებაში. 1950–52 წლებში შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც აწარმოებდა ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში კლიმატისა და მისი შემქმნელი ფაქტორების შესწავლას. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მეტად საინტერესო ნაშრომები, რომელთაც როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ.[2]

1953 წლიდან მუშაობდა თბილისის (ამიერკავკასიის) რეგიონულ სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.[2]

  1. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი 50. მეცნიერება, თბილისი, 1984.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.