ეკატერინე ერისთავი-წერეთლისა

(გადამისამართდა გვერდიდან ეკატერინე ერისთავ-წერეთელი)

ეკატერინე ივანეს ასული ერისთავი-წერეთლისა (დ. 1818,[1] სოფ. ქვეში, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 4 დეკემბერი, 1870, იქვე, დაკრძალულია იკორთის ტაძარში) — ქართველი პოეტი.

ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. განათლება მიიღო ოჯახში. 1837 წელს ცოლად გაჰყვა თავად ალექსანდრე გრიგოლის ძე წერეთელს (დ. 1816 — გ. 1873), რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და 1845 წლიდან განცალკევებით ცხოვრობდა.[1] ეკატერინე ერისთავის ლექსები იბეჭდებოდა „ცისკარში“ (1852–1873). უმეტესობა გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ: „უსტარი თ. გ. ერის(თავს)“, „ახალი დრო“, „ბორჯომზედ“, „თეთრო, სპეტაკო, ლამაზო“, „მუზნო მომართეთ“, „ალბომში“, „ოცნება“ და სხვ. მისი ლირიკული თხზულებანი, მიძღვნანი და საალბომო ლექსები ეპოქის დამახასიათებელი, სალონური, სუბიექტური განცდებითაა აღსავსე, გადმოსცემენ იმ დროის საზოგადოებრივ ვითარებას („კნ. მანანა ორბელიანის პორტრეტს“, „ვორონცოვის ძეგლს“).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეგრელიძე ი., წარწერები და სხვა სიძველეები იკორთაში, «მოამბე», 1963, № 3. — გვ. 170-185.
  • ნანიტაშვილი ლ., ჟურნალ „ცისკრის” პოეტები, თბ., 1967.
  • ხუციშვილი ს., ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი, თბ., 1961.
  1. 1.0 1.1 ჩიქოვანი ი., ქსნის ერისთავები, თბ., 2010. — გვ. 17.