ეკატერინა კუზნეცოვა

ეკატერინა კუზნეცოვა (დ. 12 ივლისი, 1987; კიევი, უკრაინის სსრ) — უკრაინელი მსახიობი და ტელეწამყვანი. ეკატერინა დაიბადა 1987 წლის 12 ივლისს კიევში ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის ოლეგ კუზნეცოვის ოჯახში. ეკატერინას ნათამაშები აქვს როლები როგორც რუსულ ფილმებსა და სერიალებში, ასევე უკრაინულ ფილმებსა და სერიალებში.

ეკატერინა კუზნეცოვა

უკრაინელი მსახიობი ეკატერინა კუზნეცოვა
დაბადების სახელი Екатерина Кузнецова
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1987
კიევი, უკრაინის სსრ
ეროვნება უკრაინის დროშა უკრაინელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005 - დღემდე
მშობლები მამა: ოლეგ კუზნეცოვი
დედა: ალა ბორისენკო
საიტი Twitter-ის გვერდი
ეკატერინა კუზნეცოვა ტელესერიალ სამზარეულოში მონაწილეობისას

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეკატერინა კუზნეცოვა დაიბადა 12 ივლისს 1987 წელს, მისი მამა ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ოლეგ კუზნეცოვია, დედა კი - უკრაინელი მძლეოსანი ალლა ბორისენკო. ეკატერინას მამა რეინჯერებში თამაშის დროს შოტლანდიის ერთ-ერთ ქალაქში გლაზგოში ცხოვრობდა. სწორედ ამ ქალაქში ჰქონდა ოლეგ კუზნეცოვს ვარჯიშები, ამის გამო ეკატერინამ ბავშვობის უმეტესი ნაწილი სწორედ რომ გლაზგოში გაატარა. ეკატერინა მუდმივად დალკავებული იყო, ის სწავლობდა ადგილობრივ სკოლაში, სკოლის შემდეგ კი ემზადებოდა ჩოგბურთში, ფარიკაობაში, ასევე მღეროდა კიევის ერთ-ერთ გუნდში. მამის სურვილით ეკატერინა ვარჯიშობდა ფეხბურთშიც, ფიქრობდნენ რომ ის შეიძლებოდა კარგი ფეხბურთელი გამხდარიყო. თუმცა რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ გოგონა სპორტის ამ სახეობაში მამასავით ნიჭიერი არ იყო.[1]

სკოლის დამთავრების შემდეგ ეკატერინა კუზნეცოვამ გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი. ის შოტლანდიიდან მშობლიურ უკრაინაში, კიევში დაბრუნდა და სწავლა განაგრძო კიევის ი. კარპენკო-კაროგოს სახელობის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ნაციონალური უნივერსიტეტში, სადაც იგი დაეუფლა სამსახიობო ხელოვნებას.

2006 წლისთვის, ეკატერინა ჯერ კიდევ თაეტრის, კინოსა და ტელევიზიის ნაციონალური უნივერსიტეტში სწავლობდა, სწორედ მაშინ ითამაშა მისი პირველი როლი კინოში. მან როლი ოლეგა მასლენიკოვის სატელევიზიო სერიალში „ანგელოზი ორლიდან-ში“ მირეის როლი ითამაშა. სწორედ აქედან დაიწყო მისი, როგორც მსახიობის კარიერა. ამის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ფილმში სახელად ფსიქოპათი, ასევე ითამაში სერიალში: „გულს ვერ დასჯი“, სადაც ეკატერინამ მარია საველევას როლი მოირგო. 2008 წელს მსახიობი ტელეკომპანია „1+1-მა“ მიიწვია სატელევიზიო შოუში სახელად: „ვცეკვავ შენთვის“. ამ შემოთავაზებას დანანხმდა, პროექტში მეწყვილეობას მურათ ჰუდელი უწევდა, იმ სეზონში ეკატერინამ და მისმა მეწყვილემ პირველი ადგილი დაიკავეს.[2]

2009 ეკატერინამ წარმატებით დაამთავრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და გახდა პროფესიონალი მსახიობი, რომელსაც უკვე ჰქონდა რამდენიმე ფილმში თამაშის გამოცდილება. ეკატერინას არა მარტო კინოში იღებდნენ, არამედ იგი კიევის ახალგაზრდათა თეატრის სპექტაკლებშიც მონაწილეობდა. 2010 წელს კი მსახიობი მამაკაცთა ჟურნალის „Maxim-ის“ მთავარ გვერდზეც გამოჩნდა.

2011 წელს, ეკატერინამ ითამაშა კირილ კუზინის, კომედიური ჟანრის ფილმში „საუკეთესო ფილმი 3“.[3] ამ ფიმლში ეკატერინა ასრულებდა ერთ-ერთ მთავარ როლს. ეკატერინას ასევე დიდი პოპულარობა მოუტანა „ოფიციანტი საშას“ როლმა, დიმიტრი დიაჩენკოს ტელესერიალში „სამზარეულო“.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ეკატერინა ცდილობს უცხოებს დაუმალოს საკუთარი ცხოვრება. 2010 წელს ეკატერინამ ერთი დედაქალაქი მეორეთი შეცვალა, ის კიევიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც განაგრძო საკუთარი სამსახიობო კარიერა. მოსკოვში ეკატერინა საცხოვრებლად ცნობილ რუს მსახიობთან ევგენი პრონინიმთან გადავიდა. ეკატერინა და ევგენი ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ დროს ხვდებოდნენ, როდესაც ეკატერინა კიევში ცხოვრობდა. სწორედ კიევში დაიწყო მათი რომანი და ეკატერინაც მოსკოვში საცხოვრებლად ევგენის თხოვნით გადავიდა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმი როლი ენა შენიშვნები
2007 ფსიქოპათი ალიონა უკრაინული ენა
2008 დიდი სხვაობა პოლინა უკრაინული ენა
2011 საუკეთესო ფილმი 3 ბარბარა რუსული ენა
2013 პილოტებისთვის რუსული ენა
უფრო სწრაფად, ვიდრე კურდღელი რუსული ენა

სერიალები

რედაქტირება
წელი ფილმი როლი ენა შენიშვნები
2006 ანგელოზი ორლიდან მირეი რუსული და უკრაინული
2007 გულს ვერ დასჯი მარია საველევა უკრაინული ენა
2008 დავიწყოთ თავიდან. მარტა[4] სვეტლანა ლიტვინობა რუსული და უკრაინული მინი სერიალი
2009 მხოლოდ სიყვარული ალინა უკრაინული ენა
2010 სულ სხვა ცხოვრება გალია უკრაინული ენა მინი სერიალი
2011 იმედის თეთრი ვარდები ანა უკრაინული ენა მინი სერიალი
ალტა-45 ვირა რუსული ენა
2012 მაჩუქე კვირა[5] ელიზაბეტა გლიბინვა რუსული ენა
სამზარეულო საშა რუსული ენა
2013 სავაჭრო ცენტრი განა ფადეევა რუსული ენა
ბანდიტების დედოფალი პოლინა რუსული ენა
2014 ერთი წელი ტოსკანაში რიტა რუსული ენა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება