ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალენ ნილ ჯოუნზი[3][7] (ინგლ. Allen Neal Jones; დ. 2 ივნისი, 1977) — ამერიკელი პროფესიონალური რესლერი, რომელიც ცნობილია მისი სასცენო სახელით - ეი ჯეი სტაილზი (ინგლ. A.J. Styles). ცნობილია მისი მოღვაწეობით ისეთ პრომოუშენებში, როგორებიცაა ROH, TNA და NJPW. 2016 წლის 24 იანვარს შედგა მისი დებიუტი WWE-ში PPV Royal Rumble 2016-ზე. ამჟამად ფლობს WWE-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

ალენ ნილ ჯოუნზი
დაიბადა 2 ივნისი, 1977 (1977-06-02) (47 წლის)[1]
ჯექსონვილი, კალიფორნია, აშშ
საცხოვრებელი ადგილი აშშ-ის დროშა აშშ გეინსვილი, ჯორჯია[2]
ალმა-მატერი ანდერსონის უნივერსიტეტი (სამხრეთი კაროლინა)
შვილები 4
საიტი ajstyles.org
პროფესიონალური რესლინგის კარიერა
სარინგო სახელები ეი ჯეი სტაილზი
მფრინავი სტაილზი
მისტერ ოლიმპია[4]
გამოცხადებული სიმაღლე 180 სმ სმ
გამოცხადებული წონა 98[5] კგ
გამოცხადებული საცხოვრებელი ადგილი აშშ-ის დროშა აშშ გეინსვილი, ჯორჯია[6]
მწვრთნელი რიკ მაიკლზი[3]
NCW-ს რესლინგის სკოლა
დებიუტი 1998[3] წელს

კარიერა TNA-ში

რედაქტირება

PPV Slammiversary XI-ზე, ეი ჯეი სტაილზი დამარცხდა კურტ ენგლთან. PPV-ს შემდგომ მან მიიღო მონაწილეობა Bound For Glory Series-ში.

15 აგვისტოს,Impact Wrestling Hadcore Justice-ზე სტაილზი დამარცხდა მაგნუსთან, კაზარიანთან და ოსტინ ერიესთან „ფატალური ოთხეულის“ წესებით გამართულ მატჩში. შემდეგ Impact Wrestling-ზე მან ტრავმირებული კურტ ენგლის ნაცვლად მიიღო მონაწილეობა მატჩში ხუთი ხუთის წინააღმდეგ, რომელიც გაიმართა Main Event Mafia-სა და Aces and Eights-ს შორის. მატჩის წესების მიხედვით, წაგებული რესლერი ტოვებდა კომპანიას. ბრძოლის ბოლოს ეი ჯეი სტაილზმა დაამარცხა დივონ დადლი თავისი საფირმო ილეთით "სტაილზ კლეში", რის შედეგაც დივონი იძულებული გახდა დაეტოვებინა კომპანია.

მიუხედევად ეი ჯეის დამარცხებისა, PPV Hardcore Justice-ზე, მან მაინც შეძლო 12 სექტემბერს Impact Wrestling No Surrender-ზე ოსტინ ერიესის დამარცხება BFG Series-ში. იმავე საღამოს სტაილზმა შეძლო მაგნუსის დამარცხება და მიიღო სატიტულო მატჩის შანსი PPV Bound for Glory (2013)-ზე ბული რეისთან. 10 ოქტომბერს, Impact-ზე ეი ჯეიმ დაამარცხა ბული რეის დაჯგუფების Aces and Eights ორი წევრი - გარეტ ბიშოფი და მაიკ კნოქსი მატჩში „ერთი ორის წინააღმდეგ“.

Bound for Glory-ზე მან დაამარცხა ბული რეი და გახდა TNA-ს ახალი მსოფლიო ჩემპიონი. შემდეგ Impact-ზე TNA-ის პრეზიდენტმა დიქსი კარტერმა მას შესთავაზა ახალი კონტრაქტი, მაგრამ ეი ჯეიმ უარი განაცხადა. იმავე საღამოს მან წარმატებით დაიცვა ტიტული და დატოვა არენა თავისი მანქანით, რის შემდეგაც გაჩნდა ჭორები, რომ სტაილზმა დატოვა კომპანია. რადგანაც ეი ჯეი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა რინგზე, კომპანიამ მას ჩამოართვა ტიტული და 31 ოქტომბერს გაიმართა ტურნირი ვაკანტურ ჩემპიონობაზე.

2014 წლის დასაწყისში ეი ჯეი დაბრუნდა კომპანიაში და იგი დაუპირისპირდა ახალ ჩემპიონ - მაგნუსს და შემდგომში მათ შორის გაიმართა მატჩი, რომელშიც დამარცხებული ტოვებდა კომპანიას. სტაილზმა ეს მატჩი წააგო, რის შემდეგაც მეორედ და სამუდამოდ დატოვა TNA და 2 წლის განმავლობაში გამოდიოდა ROH-სა და NJPW-ში

კარიერა WWE-ში

რედაქტირება

2016 წლის 24 იანვარს ეი ჯეის დებიუტი შედგა WWE-ში PPV Royal Rumble 2016-ზე, სადაც ტრადიციულ 30 კაციან მატჩში მესამე ნომრით გამოვიდა და მატჩში 27 წუთი გაატარა. ამ 27 წუთის განმავლობაში მან მოასწრო ორი რესლერის - ტაილერ ბრიზის და კერტის აქსელის ელიმინირება. ხოლო თვითონ ეი ჯეი კი კევინ ოუენსის მიერ იქნა ელიმინირებული. 25 იანვრის RAW-ზე დაამრაცხა კრის ჯერიკო, 28 იანვრის Smackdown-ზე მან თავისი საფირმო ილეთით - Calf Crusher-ით დაამარცხა მიზი. ამავე ილეთით სტაილზმა დაამარცხა PPV Fastlane-ზე კრის ჯერიკო, რომელთანაც შემდგომში გუნდი Y2AJ ჩამოაყალიბა. მაგრამ ეს გუნდი მალევე, 2 კვირაში დაიშალა.

ეი ჯეი სტაილზს და კრის ჯერიკოს შორის მატჩი წელიწადის მთავარ შოუ WrestleMania 32-ზე ჩატარდა, რომელიც ეი ჯეიმ „Codebreaker“-ი წააგო.

PPV Payback 2016-ზე და Extreme Rules 2016-ზე იგი დამარცხდა რომან რეინსთან. ხოლო Money In The Bank 2016-ზე და SummerSlam 2016-ზე მან დაამარცხა ჯონ სინა

2016 წლის აგვისტოში, დრაფტის შედეგად იგი გადავიდა ბრენდზე SmackDown და მალევე,11 სექტემბერს BackLash-ზე მან დაამარცხა დინ ემბროუზი სატიტულო მატჩში და პირველად კარიერაში გახდა WWE-ს მსოფლიო ჩემპიონი. 27 სექტემბერს, Smackdown-ზე მან წარმატებით დაიცვა ჩემპიონის წოდება მატჩში დინ ემბროუზისა და ჯონ სინას წინააღმდეგ.

PPV Surviror Series 2016-ზე იგი იყო SmackDown-ის გუნდში, რომელმაც ერთ საათიანი ბრძოლის შემდეგ შეძლეს RAW-ს გუნდის დამარცხება.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ალენ ჯოუნზი (ეი ჯეი სტაილზი) 1995 წლიდან დაქორწინებულია სკოლის მასწავლებელ ვენდი ჯონუზზე [8] და მათ ჰყავთ ოთხი შვილი - აჯაი კოუელ ჯოუნზი (დაბ.3 მაისი,2005), ეივერი ჯოუნზი (დაბ.14 თებერვალი, 2007) ელბეი ჯოუნზი (დაბ. 15 სექტემბერი, 2009) და ენი ჯოუნზი (დაბ. 8 ოქტომბერი, 2014).[9][10][11]

ასევე მას აქვს ტატუ მუცლის მარჯვენა მხარეს - "AJ 05.03.05 02.14.07 09.15.09", რომელიც მისი შვილების საპატივცემულოდაა გაკეთებული. ალენი ქრისტიანია. იგი ამბობს რომ ცხოვრებაში მისთვის პირველ საფეხურზე ღმერთი დგას, მეორეზე კი - ოჯარი და კარიერა.

მიღწევები რესლინგში

რედაქტირება
  • World Wrestling Entertainment (WWE)
    • WWE-ს მსოფლიო ჩემპიონი (მოქმედი)
  • Total Nonstop Action Wrestling (TNA)
    • მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში (3-ჯერ)
    • გუნდური ჩემპიონი (4-ჯერ)
    • ლეგენდების / გლობალური / სატელევიზიო ჩემპიონი (2-ჯერ)
    • იქს-დივიზიონის ჩემპიონი (6-ჯერ)
  • Ring of Honor (ROH)
    • მსოფლიო ჩემპიონი (ერთხელ)
    • გუნდური ჩემპიონი (ერთხელ)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. The Phenomenal One. A.J. Styles official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-03. ციტირების თარიღი: 2011-08-22. Note: Birth date appears only on archived version of site.
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Amato,, Laura. . Heavy.com. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2016.-15.
  3. 3.0 3.1 3.2 Milner, John. A.J Styles' bio. Slam Seth rollins defeated Wrestling. Canadian Online Explorer. ციტირების თარიღი: 2008-07-15.
  4. Powell, Jason. (2010-01-26) Torch Talk Flashback: A.J. Styles (2002) – talks brief WCW run, trying out for WWE in front of Ric Flair, origins in wrestling. PWTorch. ციტირების თარიღი: 2010-01-27.
  5. AJ Styles. WWE. ციტირების თარიღი: 28 January 2016.
  6. A.J Styles bio. TNA Wrestling. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-19. ციტირების თარიღი: 2008-08-18.
  7. Intelius search. Intelius. ციტირების თარიღი: 2011-08-22.
  8. Baines, Tim. (2005-02-13) Styles still showing he's X-cellent champ. Ottawa Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
  9. Nation, Ryan. Styles admits to Elevation X worries. Slam Wrestling Sports!. Canadian Online Explorer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2008-08-18.
  10. Borash, Jeremy. (2009-09-17) Jeremy Borash (JeremyBorash) on Twitter. Twitter. ციტირების თარიღი: 2009-09-18.
  11. Styles, A.J.. (2015-10-08) AJStyles.Org on Twitter: 1 year ago I was blessed with something I thought I'd never have, a daughter, my Princess Anney.. Twitter. ციტირების თარიღი: 2015-11-16.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეი_ჯეი_სტაილზი“-დან