გიუსტავ ეიფელი
(გადამისამართდა გვერდიდან ეიფელი, გუსტავ)
ალექსანდრ გიუსტავ ეიფელი (ფრანგ. Gustave Eiffel; დ. 15 დეკემბერი, 1832 — გ. 27 დეკემბერი, 1923) — ფრანგი სამოქალაქო ინჟინერი და არქიტექტორი. პარიზის ხელოვნებისა და წარმოების ცენტრალური სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სახელი გაითქვა საფრანგეთის სარკინიგზო ქსელისთვის სხვადასხვაგვარი ხიდების აშენებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია გარაბიტ-ვიადუკი. თუმცა, გიუსტავი მთელ მსოფლიოში ცნობილი სახელგანთქმული ეიფელის კოშკის წყალობით გახდა, რომელიც პარიზის 1889 წლის მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა. ინჟინერიისგან ჩამოშორების შემდეგ, ეიფელმა თავისი ძალისხმევა მეტეოროლოგიისა და აეროდინამიკის კვლევებისკენ მიმართა და ორივე სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
გიუსტავ ეიფელი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Gustave Eiffel |
დაბადების თარიღი |
15 დეკემბერი, 1832 დიჟონი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
27 დეკემბერი 1923 პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
საქმიანობა | ინჟინერი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გიუსტავ ეიფელი“ ვიკისაწყობში.
- Official website of the Association of the descendants of Gustave Eiffel
- Gustave Eiffel: The Man Behind the Masterpiece დაარქივებული 2007-07-06 საიტზე Wayback Machine.
- Einsturz der Birsbrücke bei Münchenstein (Basel)
- Aérodynamique EIFFEL (map location)
- Eiffel Tower website