ეიუბ აზიზოვი თეიმურ ოღლუ (აზერ. Əzizov Əyyub Teymur oğlu; დ. 1934, 12 აგვისტო) — ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, კათედრის გამგე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი.

ეიუბ აზიზოვი
აზერ. Əzizov Əyyub Teymur oğlu
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1934
დაბ. ადგილი ზანგიბასარის რაიონი, სოფელი მეჰმანდარი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
სამეცნიერო სფერო ქიმია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეიუბ აზიზოვი დაიბადა 1934 წლის 12 აგვისტოს სომხეთის ზანგიბასარის რაიონის სოფელ მეჰმანდარში (ჰოვტაშატში). 1948 წლიდან გადაასახლეს აზერბაიჯანის აღჯაბადის რაიონში. 1953-1957 წლებში იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბუნებისა და ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი, 1957-1961 წლებში მუშაობდა აღჯაბადის რაიონის ხალფარადინის საშუალო სკოლაში მასწავლებლად, 1961-1964 წლებში დაასრულა ასპირანტურის (მაგისტრატურის) საფეხური ბაქოს სახელმწიფო უნივერისტეტში. მუშაობდა ორგანული და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1969 წელს იყო ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არაორგანული ქიმიის კათედრის მასწავლებელი. 1971-1987 წლებში ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არაორგანული ქიმიის განყოფილების დოცენტი იყო.

1987 წლიდან ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის „ქიმიის სწავლების მეთოდოლოგიის“ განყოფილებას ხელმძღვანელობს.

  • არაორგანული ქიმიის სწავლების პრაქტიკა. ბაქო-1998
  • მასალები ქიმიის ისტორიის შესახებ. ბაქო-1999
  • სასწავლო მასალები გამოჩენილი მეცნიერების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ქიმიის სწავლებაში. ბაქო-2000
  • ქიმიის განათლების პრინციპები, მეთოდები, პრინციპები. ბაქო-2002
  • ქიმიის სწავლების მეთოდოლოგია, ნაწილი I, ბაქო-2005
  • ქიმიის სწავლების მეთოდოლოგია, ნაწილი II, ბაქო-2006
  • ქიმიის სწავლების მეთოდის პრაქტიკა. ბაქო-2008

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება