ევსოციალურობა (ძვ. ბერძნ. εὖ [eu] — „კარგი“) — სოციალური ორგანიზების უმაღლესი დონე ცხოველებში. ტერმინი „ევსოციალური“ პირველად სუზან ბატრამ გამოიყენა 1966 წელს, ჰალიქტიდების სოციალური თვისებების დახასიათების დროს.[1] ევსოციალურობა განისაზღვრება შემდეგი მახასიათებლებით: შთამომავლობაზე ერთობლივად ზრუნვა, კოლონიაში რამდენიმე თაობის თანაცხოვრება, შრომის რეპროდუქციულ და არარეპროდუქციულ ჯგუფებად დაყოფა. შრომის განაწილებით იქმნება ცხოველთა სპეციალიზირებული ჯგუფები, რომლებსაც გარკვეული ფუნქცია გააჩნიათ. ასეთ ჯგუფებს ხშირად „კასტებად“ მოიხსენიებენ. ევსოციალურობა გამოირჩევა ყველა სხვა სოციალური სისტემისგან, ვინაიდან კოლონიაში ყველა ფუნქცია გადანაწილებულია, სულ მცირე ერთი კასტის წარმომადგენლები ხშირად კარგავენ იმ თვისებებს, რომლებიც სხვა კასტის ინდივიდებს გააჩნიათ და, შესაბამისად, პირველი კასტის წევრებისთვის ასეთი თვისებები უსარგებლოა. ევსოციალური კოლონიები შეიძლება სუპერორგანიზმებად განიხილებოდეს.[2]

ევსოციალურობის მაგალითი ფუტკრებში
  1. Batra, Suzanne W. T. (1 September 1966). „Nests and Social Behavior of Halictine bees of India (Hymenoptera: Halictidae)“. The Indian Journal of Entomology. 28 (3): 375–393.
  2. Crespi, Bernard J.; Yanega, Douglas (1995). „The Definition of Eusociality“. Behavioral Ecology. 6: 109–115. doi:10.1093/beheco/6.1.109.