ევროკავშირი – თურქეთის საბაჟო კავშირი
ევროკავშირი – თურქეთის საბაჟო კავშირი — სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირსა და თურქეთს შორის. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა 1995 წლის 31 დეკემბერს. ხელშეკრულების თანახმად საქონელს შეუძლია იმოგზაუროს საბაჟო შეზღუდვების გარეშე. კავშირი გამორიცხავს საბაჟო შეზღუდვებს, როდესაც საქონელი გადალახავს თურქეთის რესპუბლიკის საზღვარს ევროკავშირის ქვეყნებთან. საბაჟო კავშირი ამჟამინდელი ფორმით არ მოიცავს ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, რომელზეც ვრცელდება ორმხრივი სავაჭრო წახალისება, მომსახურება ან სახელმწიფო შესყიდვები.
1996 წელს შეიქმნა თავისუფალი ვაჭრობის ზონა თურქეთსა და ევროკავშირს შორის იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოებას“ მოიცავს. ასოციაციის საბჭოს 1/98 გადაწყვეტილება არეგულირებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას ქვეყნებს შორის. საბაჟო კავშირის თანახმად, საბაჟო კავშირი ადგენს, რომ თურქეთმა უნდა შეიტანოს თავისი კანონმდებლობა ეკონომიკის რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში ევროკავშირის „Acquis communautaire“ იურიდიულ კონცეფციასთან - განსაკუთრებით კი სამრეწველო სტანდარტების გათვალისწინებით.
თურქეთის ძირითადი ექსპორტი ევროკავშირში და იმპორტი ევროკავშირიდან ინდუსტრიული ხასიათისაა: მთლიანი იმპორტისა და ექსპორტის 95%-მდე. 1996 წლის შემდეგ თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ გაიზარდა, რაც ამ ქვეყანას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად აქცევს მსოფლიოში. ამასთან, ამავე დროს (1995-2008 წლებში) თურქეთის საგარეო სავაჭრო დეფიციტი ევროკავშირის ქვეყნებთან გაორმაგდა და ხოლო 6-ჯერ გაიზარდა დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებთან ევროკავშირის მიღმა. საბაჟო კავშირი ითვლება მნიშვნელოვან ფაქტორად ორივე ამ მოვლენაში. ზოგიერთმა ექსპერტმა აღნიშნა „მანკიერი წრე“, რომელშიც იმპორტიდან მიღებული მოგება გამოიყენება ევროპაში ნედლეულისა და ასაწყობი ნაწილების შესაძენად. ექსპეტრების მოსაზრებით, ეს აჩვენებს, რომ თურქეთი დამოკიდებულია ევროპულ ნედლეულზე და კომპონენტებზე.
თურქეთმა გახსნა ევროპული საქონლის ბაზარი. ქვეყნის ადგილობრივ მწარმოებლებს, განსაკუთრებით თავიდან, უკიდურესად გაუჭირდათ ევროპასთან კონკურენცია პროდუქტის ხარისხის განსხვავების გამო. ევროპული საქონელი თავად შემოვიდა ქვეყანაში ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე .
ვინაიდან თურქეთი ევროკავშირთან საბაჟო კავშირშია, მან უნდა შეცვალოს ტარიფები და მოვალეობები ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, ევროკავშირის მიერ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები (FTA) არ ეხება თურქეთს - შესაბამისად, ევროკავშირის თავისუფალ სავაჭრო პარტნიორებს შეუძლიათ თავიანთი საქონლის თურქეთში გატანა უბაჟო, ხოლო თურქულ საქონელზე ტარიფების შენარჩუნება.
ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის შესახებ (TPIP) მოლაპარაკებების დროს , თურქეთმა წამოაყენა საბაჟო კავშირის დატოვების საკითხი მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნის გამო, რომელიც დაიწყება ქვეყანაში, თუ ამერიკული საქონელი დაიწყებს უბაჟო რესპუბლიკაში შესვლას. შედეგად, ევროკავშირი და თურქეთი აწარმოებენ რთულ მოლაპარაკებებს ალიანსის ხელშეკრულების შესწორების მიზნით - თურქეთის ამჟამინდელ და სამომავლო შეთანხმებებში ჩართვის მიზნით.
გარდა ამისა, თურქეთი ასევე არის ევრო-ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობის წევრი და ამიტომ დაინტერესებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების დადებაზე სხვა ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორებთან - საბოლოო მიზანი კი ევრო-ხმელთაშუა ზღვის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნაა, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2010 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Kalaycı, Cemalettin; Seyfettin Artan. The Impact of a Customs Union on Turkey's Foreign Trade. — Eskişehir, 2009.
- Кудряшова Ю. С. Турция и европейский союз: История, проблемы и перспективы взаимодействия. — М., 2010. — 364 с. — ISBN 978-5-89394-211-8.
- Metin Aydoğan. Avrupa Birliğini Yaratan Nedenler ve Türkiye // ZMO. — 2012.