ევრიპონტიდები
ევრიპონტიდები — დინასტია, რომელიც მეფობდა სპარტაში ძვ. წ. XI-II საუკუნეებში. დინასტიის დამაარსებლად მეფე ევრიპონტს მიიჩნევენ. ისტორიულად ცნობილი ევრიპონტიდები მეფობდნენ ძვ. წ. VIII საუკუნიდან.ამ დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ: აგესილაე II, აგის II, აგის IV, არქიდამე V და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 37.