ევჟენტის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ევჟენტის განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარის დასავლეთ ნახევარი, სახურავის საფარი, გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით ერთი ნიშია, ხოლო სამხრეთით, ერთიმეორის ზემოთ ორი. სამივე ნიში სწორკუთხაა. ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშია. აფსიდი დასრულებულია კონქით, რომლის თაღს შეისრუული ფორმა აქვს. შეისრული ფორმისაა კამარაც. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია წრიული გალავანი, რომლისგანაც მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება